• რეკლამა
  • კონტაქტი
09:21, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრის განმარტება, თუ რატომ გაძვირდა პასპორტი და ID ბარათი – “საჭირო გახდა გადახედვა..”

ალია ავტორი - ალია
19:39 05-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
607

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სახელმწიფო სერვისების მომსახურების გაძვირებაზე ამბობს, რომ “ეს საფასურები ბოლოს დაწესდა 2011 წელს და ბუნებრივია, საჭირო გახდა მათი გადახედვა”. მან TV იმედის ეთერში აღნიშნა, რომ იუსტიციის სახლი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო “მეტწილად მათ მიერ მიღებულ შემოსავლებზეა” დამოკიდებული.

“შესაძლოა, ეს არ იყოს სასიამოვნო მოსასმენი, თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს უწყებები მეტწილად დამოკიდებულები არიან მათ მიერ მიღებულ შემოსავლებზე და ამ თანხის დიდი ნაწილი მიემართება ხელფასების გათანაბრებაზე თბილისში მომუშავე და რეგიონებში მომუშავე თანამშრომლებს შორის, ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენს მოსახლეობას სრული კეთილგანწყობით ემსახურება ყოველდღიურ რეჟიმში” – ამბობს რატი ბრეგაძე.

იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სერვისების, მათ შორის პასპორტის და ID ბარათის საფასურის გაძვირების პარალელურად, გარკვეული მომსახურებები გაიაფდა დიასპორის წარმომადგენლებისთვის.

“მათთვის პასპორტის საფასური 130 დოლარის ნაცვლად, რომელსაც აქამდე იხდიდნენ და იყვნენ განსხვავებულ მდგომარეობაში. ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, გახდა 50 დოლარი” – თქვა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ პირველი მაისიდან ბიომეტრიული პასპორტის აღება 100 ლარის ნაცვლად, 150 ლარი ღირს, ხოლო პირადობის ელექტრონული მოწმობის – 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარი.

თეგები: რატი ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved