• რეკლამა
  • კონტაქტი
03:17, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იურიდიულ წიაღსვლებს ლაგამი ამოსდეთ – 30 ვერცხლი და იუდა რამეზე გაფიქრებთ?”

ალია ავტორი - ალია
20:53 04-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

თეოლოგი, იურისტი, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ეკონომიკაზე ჩემი ექსპერტული რჩევები გინახავთ?
არა.
იმიტომ, რომ არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი.
სამედიცინო საკითხებზე თუ გინახავთ ჩემგან რჩევები?
არა.
იმიტომ, რომ მხოლოდ წნევის გაზომვის, ნევსის კუნთში, ვენაში გაკეთების და ზოგადად პირველადი დახმარების ელემენტარული ცოდნა მაქვს.
არც ქიმიური ლაბორატორიებიდან არ მაქვს ჩართული “ლაივები” და ჩემს ცდებს არ გაჩვენებთ.
რატომ? არ ვერკვევი და იმიტომ.
და ზოგადად ყველაფერს თავისი სპეციალური განათლება და გამოცდილება სჭირდება. შესაბამისად არიან ცუდი და კარგი სპეციალისტები.

ასეა ეკლესიაშიც.

იურისტების მსჯელობებს და წიაღსვლებს ვადევნებდი თვალს. ეკლესიაში აღდგომას მრევლის მისვლა კანონის დარღვევა იქნება და საერთოდაც ახლაც არღვევენ კანონს იქ სიარულითო.


მე მათ იურიდიულ ცოდნაში ეჭვი არ შემაქვს. მაგრამ ლოგიკურად რელიგიური საკითხების მიბმა და იურიდიული წიაღსვლები ერთობ უსუსურად გამოიყურება მარტივი მიზეზის გამო — არ იციან, არ ერკვევიან თეოლოგიურ საკითხებში. შესაბამისად როცა რაიმე საკითხში არ ერკვევი და მხოლოდ ლოგიკურად მსჯელობ, თან მტკიცებით ფორმატში ერთობ სასაცილო მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდე.


კანონის დაცვა აუცილებელია მაგრამ არ დაგვავიწყდეს კანონზე მთავარი რომ ადამიანია. ის, რომ კანონი ადამიანისთვის შეიქმნა და არა ადამიანი კანონისთვის. ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვების წყობა კი არ არის გააზრება სჭირდება. მით უფრო რაც მუდმივად ცვლას განიცდის გაუაზრებლად მინდობა და ჭეშმარიტებად გამოცხადება არ გამოგვადგება. გვახსოვს ბიბლიური მოსე ჩვ. წ.აღ-მდე XIII ს. მოღვაწეობდა. სინას მთაზე მიღებული ათი მცნება. რომელიც დღემდე უცვლელია ეკლესიაში. რატომ? ღვთისგანაა მოცემული და ამიტომაც 33 საუკუნეს გაუძლო. ახლა შეადარეთ კანონები, რომელიც 33 წლის წინ შეიქმნა რამდენჯერ შეიცვალა. ლოგიკა აი აქ განავითარეთ. იურიდიულ წიაღსვლებს ცოტა ლაგამი ამოსდეთ.
მეპურემ გამოაცხოს პური.
იმით აპელირება, რომ რწმენა მეც მაქვს და ეკლესიაში არ დავდივარო — ეს არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტებას ღაღადებ.
პატივი ვცეთ მათ ვინც ცდილობს ღმერთთან ურთიერთობებს შენგან განსხვავებული ფორმით. თორემ სიბრიყვეს დრო აჩენს და შეიძლება შეგრცხვეთ მერე.

თქვენი ლოგიკით იუდას საქციელიც კი შეგიძლიათ გაამართლოთ და მაშინდელი ხელისუფლების ინტერესის გამტარებლად შერაცხოთ.

დღეს დიდი ოთხშაბათია იუდამ, რომ ქრისტე გასცა.

30 ვერცხლი და იუდა რამეზე გაფიქრებთ…”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved