• რეკლამა
  • კონტაქტი
06:11, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იუნესკოს“ ოფიციალურ გამოცემაში World Heritage სტატია „საქართველოს კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა” გამოქვეყნდა

ალია ავტორი - ალია
12:18 01-15-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

UNESCO-ს ოფიციალურ გამოცემაში World Heritage სტატია „საქართველოს კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა” გამოქვეყნდა. სტატიაში საქართველოს 4 დაცული ტერიტორიის, კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკებისა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების შესახებ ვკითხულობთ.

„კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები გამოირჩევა უნიკალური ეკოსისტემებითა და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით. კავკასია, თავის მხრივ, ეკოსისტემების მრავალფეროვნებით, მსოფლიოს 36 ცხელ წერტილს შორისაა. UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ტერიტორიები მდებარეობს საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. ეს რეგიონები გამორჩეულია უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, მრავალფეროვანი ეკოსისტემებით და გასაოცარი ლანდშაფტებით. აჭარის რეგიონი, თავისი მთიანი კურორტებითა და ფირუზისფერი სანაპიროებით ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს“, – აღნიშნულია სტატიაში.

ჟურნალში „World Heritage” საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ სტატია 3 ენაზე – ინგლისურად, ფრანგულად და ესპანურად არის ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია, შესაბამის ფოტომასალასთან ერთად, განთავსდება Google-ის შემეცნებით პლატფორმაზე Arts and Culture, რომელსაც წელიწადში 350 000- ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. აღნიშნული კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს დაცული ტერიტორიების ცნობადობის ზრდას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და, შესაბამისად, ვიზიტორების დაინტერესებას და მოზიდვას.

2021 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩინეთის ქალაქ ფუჟოუში, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ სახელით, მსოფლიოს 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას დაემატა და ღირსეული ადგილი მოიპოვა ამაზონის ტყის, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის, იელოუსტოუნის ეროვნული პარკის, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპების გვერდით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved