• რეკლამა
  • კონტაქტი
10:46, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იუკნევიჩიენე: არ უშვებენ მოხალისეებს, უარყოფენ სანქციებს, უნდათ EU-ში – მორალს მოკლებულია

ალია ავტორი - ალია
14:56 03-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენე თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობა მოხალისეებს არ უშვებს უკრაინაში და არ უერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი “მორალს მოკლებულია”. ამაზე ევროპარლამენტარმა ფორმულას ეთერში ისაუბრა.

“როდესაც უკრაინელები იბრძვიან და საქართველოს მთავრობა არ აძლევს საშუალებას საქართველოს მოქალაქეებს უკრაინაში წავიდნენ მოხალისეებად და როდესაც ისინი უარყოფენ სანქციებს, არ უერთდებიან სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ამავე დროს, ისინი ცდილობენ, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს ჩემთვის მორალს არის მოკლებული”, – განაცხადა მან.

როგორც იუკნევიჩიენე ამბობს, სანქციებისა და მოხალისეების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ნეგატიური იყო.

“გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მათ სანქციები არ დაუწესეს რუსეთს, იყო გულის გამაცრუებელი. საქართველოს მოქალაქეებს არ მისცეს საშუალება, რომ ებრძოლათ უკრაინისთვის და თავიანთი თავისთვის, ეს იყო აღქმული ძალიან ნეგატიურად ჩვენ მიერ. ჩვენ გვესმის ის მდგომარეობა, რაც უსაფრთხოების მიმართულებითაა რეგიონში, მაგრამ ეს იყო მაინც ნეგატიური გადაწყვეტილება. ეს არის ჩემი მოსაზრება. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს, ქართველ ადამიანებს ყოველთვის”, – თქვა მან.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს საქართველო დღეს, 3 მარტს წარადგენს.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული იყო, რომ წევრობაზე განაცხადს 2024 წელს შეიტანდნენ, თუმცა ამჟამინდელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით გადაწყვიტეს, წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ გააკეთონ.

მანამდე, 28 თებერვალს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა.

25 თებერვალს კი, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved