• რეკლამა
  • კონტაქტი
23:20, პარასკევი, 11 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იუკნევიჩიანე: თუ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, სასამართლოს გადასაწყვეტია და არა პრემიერის

ალია ავტორი - ალია
15:26 10-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა პრემიერმინისტრის. 

მისი შეფასებით, ექსპრეზიდენტის საპატიმროში ყოფნა არადემოკრატიული პროცესის მაჩვენებელია. 

“მე ვხედავ, რომ ახლანდელი მთავრობა არ არის ჩართული იმავე დემოკრატიულ პროცესში, რაც მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. ნათელია, რომ არ არის ძალიან დემოკრატიული სიტუაცია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. ასეთი ტიპის ბრალდებებიც [რაც სააკაშვილს აქვს წარდგენილი], ხშირად არ გვესმის ხოლმე. ალბათ, ნებისმიერი პრეზიდენტის „დადანაშაულება“ შეიძლება იმაში, რომ სტუმრებისთვის ლანჩისა და სადილისთვის გარკვეული თანხა დახარჯა. როგორც ვხვდები, ბრალდებამ ესეც დაითვალა”. – ამბობს ევროპარლამენტარი. 

იუკევიჩიანე აცხადებს, რომ სხვა ქვეყნებშიც ხდება, როცა წინა მთავრობის წარმომადგენლებს ბრალს წარუდგენენ ხოლმე, თუმცა, საქართველოში “რევანშიზმის და ყოფილი მეტოქეებისადმი ასეთი ბრალდებების წაყენების ტრადიციაა და ეს ძალიან ცუდ მესიჯს აგზავნის ევროპაში”.

“სააკაშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნის რეფორმირებისთვის და პრემიერ ღარიბაშვილისგან იმის მოსმენა, რომ ვარდების რევოლუცია ცუდი ყოფილა, ჩემთვის ნამდვილად შოკი იყო. გავოცდი, როდესაც მოვისმინე, რომ ქვეყნის დემოკრატიზაცია, არასწორი ნაბიჯი, ან რამე მსგავსი იყო. მე ვხედავ, რომ ახლანდელი მთავრობა იგივე დემოკრატიულ პროცესებში არ არის ჩართული, როგორიც ეს მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო”. – ამბობს იუკნევიჩიანე. 

ევროპარლამენტარი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს იმასაც, რომ არ არის კმაყოფილი სააკაშვილის გადაწყვეტილებით, დაბრუნებულიყო საქართველოში. მისი აზრით, მესამე პრეზიდენტს სხვანაირად მოქცევაც შეეძლო, თუმცა იმ რეალობაში, რომელიც ახლა საქართველოშია, მას პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები უფრო აშფოთებს. იუკნევიჩიანე ამბობს, რომ მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებები მიხეილ სააკაშვილის საქმეს პოლიტიკურ ელფერს სძენს.

„კმაყოფილი არ ვიყავი [სააკაშვილის გადაწყვეტილებით], მაგრამ ესაა ის მოცემულობა რაც გვაქვს. მეორეს მხრივ, გაცილებით უარესია ის, რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სააკაშვილი სხვაგვარად უნდა მოიქცეს, თორემ ბრალი დაემატება. ეს აჩენს იმის ეჭვს, რომ საქმე უკვე პოლიტიკურია. აქამდეც გვქონდა ეჭვები და ახლა, პრემიერის საქციელი, ნამდვილად არ შეესაბამება ევროპასთან ასოცირებული ქვეყნის საქციელს. როდესაც პრემიერი ასე საუბრობს, ამაში არაფერი ევროპული არ არის. თუ არსებობს რაიმე ბრალდებები, ან კრიმინალური დარღვევები, რაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, მაშინ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა პრემიერის. ასე რომ ეს პრობლემური საკითხია და კითხვას აჩენს ქართული სასამართლოსადმი – არის თუ არა ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე კი ფიქრიც კი წარმოუდგენელია ევროპული ოჯახის წევრობაზე”. – აცხადებს ევროპარლამენტარი. 

მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი – ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს. 

3 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “სააკაშვილის გამომშვები არავინაა” და რომ “თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ”. 

დაკავების დღიდან მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved