• რეკლამა
  • კონტაქტი
19:22, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იცნობდეთ ამ მავნებელს!” – ზვიად ტომარაძე

ალია ავტორი - ალია
14:36 07-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
518

საზოგადოება „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე, სოციალურ ქსელში, ავრცელებს ფოტოს და წერს:

იცნობდეთ! ეს მავნებელი სოფლის მეურნეუობის მინისტრის ლევან დავითაშვილის მავნებელი მოადგილე გელა ხანიშვილია!

იმ პირობებში, როდესაც კახეთში გლეხებს საზამთრო დაულპათ და გადაყარეს, საქართველოში თურქეთიდან 808 ათასი დოლარის (9 891 ტონა); ირანიდან 34 ათასი დოლარის (250 ტონა); აზერბაიჯანიდან 19 ათასი დოლარის (190 ტონა); ნიდერლანდებიდან 10 ათასი დოლარის (9.5 ტონა) საზამთრო შემოიტანეს. გაინტერესებთ ამ ყველაფერზე რა განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილმა? გაეცანით: „საქართველო თავისუფალი საბაზრო პრინციპების ქვეყანაა, სხვა შემთხვევაში ჩვენ სრული კრახი გველის. ხელოვნური ჩარევა იმაზე, რომ შევზღუდოთ საქართველოში საზამთროს იმპორტი, ყოველთვის არასწორია”.

ერთი თვის წინ რძის ფერმები: “შირაქი”, “შტორი” და “მწვანე რანჩო” დაიხურა!!! რისი ძირითადი მიზეზიც სხვა მიზეზებთან ერთად ირანიდან რძის ფხვნილის შემოტანა იყო!!!

სანამ ამ საკითხზე ხანიშვილის კომენტარს გაგაცნობდეთ, მანამდე შირაქის მფლობელს ნიკოლოზ ბენიაიძეს მოვუსმინოთ: “ძალიან ბევრჯერ ვუთხარით სამინისტროს ჩვენი პრობლემების შესახებ, თუმცა წუწუნით და თხოვნითაც დავიღალეთ. გვქონდა საუბარი შროტის დასუბსიდირებაზე, მაგრამ უარი გვითხრეს, დღგ-ის მოხსნას ვითხოვდით, ამაზეც უარი გვითხრეს ან 1 ლიტრ რძეზე ვითხოვდით სუბსიდირებას, მაგრამ ეგეც უყურადღებოდ დარჩა. ევროპაში 1 ჰა მიწას ასუბსიდირებენ 200-დან 300 ევრომდე და საქართველოში შემოსული პროდუქტი უკვე კონკურენციას უწევს ქართულ ნაწარმს ფასით, რადგან იქ ფერმერებს წარმოება ბევრად იაფი უჯდებათ. ფაქტობრივად, პროდუქტი დემპინგურ ფასად შემოდის. გაგვაჩნია შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში რძის მოხმარება დავაკმაყოფილოთ, ამის ტექნოლოგიები გვაქვს, რესურსიც გვაქვს. დარგს ყურადღება უნდა მიექცეს, სუბსიდირება იქნება გამოსავალი“

აბა ვნახოთ რა განაცხადა ხანიშვილმა: “სახელმწიფოს მხრიდან შექმნილია თანაბარკონკურენტული გარემო ყველა ბიზნესისთვის, შექმნილია თავისუფალი საბაზრო პირობები, არ ხდება ბაზარზე ვინმეს ლობირება, დამატებით ვინმეს სუბსიდირება და ა.შ. ამდენად, შეიძლება, 3 ფერმა დაიხუროს, მაგრამ შარშან 5 ფერმა გაიხსნა“.

ვითომ არ იცის გელა ხანიშვილმა, რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპით საქართველოს სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება? არც ბრიტანელი ეკონომისტის, პროფესორი რობერტ უეიდისთვის მოუსმენია, რომელიც ამბობს, რომ: „თავისუფალი ბაზრის პრინციპით, საქართველოსნაირი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეუძლებლია“. არც ამერიკელი ეკონომისტის, ნობელის პრემიის ლაურეატის იოზეფ შტიგლიცის მოსაზრება წაუკითხავს: „შეძლებული ქვეყნები, რომლებიც ოფიციალურად თავისუფალ ვაჭრობას ქადაგებენ, უფრო ხშირად თავად იყენებენ საბაჟო გადასახადებსა და სუბვენციებს ღარიბი ქვეყნებიდან იმპორტის შესაზღუდად და ისინი ამით უარს ამბობენ ღარიბი ქვეყნების საექსპორტო შესაძლებლობების რეალიზაციაზე, რაც მათ სიღატაკისაგან თავის დასაღწევად და ეკონომიკური ზრდისთვის ბიძგის მისაცემად სჭირდებათ“.

საქართველოდან ყოველწლიურად 1 მილიარდი დოლარი გადის კვების ძირითადი პროდუქტების შესაძენად, მათ შორის კიტრი და პომიდორი თურქეთიდან, ირანიდან და იორდანიიდან შემოდის!!! არადა, საქართველოს ბიოკლიმატური პირობები, აგრარული პოტენციალი და სხვა ყველა კომპონენტი გაგვაჩნია ადამიანის კვებისთვის აუცილებელი თითქმის ყველა სახეობის პროდუქტის საწარმოებლად, პრობლემა იმაშია, რომ ასეთი მავნებლები გვყავს თანამდებობებზე!

თეგები: ზვიად ტომარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved