• რეკლამა
  • კონტაქტი
01:45, კვირა, 8 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იცით, სინამდვილეში რამდენია ინფიცირებული ახალი შტამით საქართველოში? რამდენია კოვიდით ინფიცირებული? იცით, რამდენი გარდაიცვალა კოვიდით? – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
02:24 01-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში, ვიდეომიმართვისას ამბობს:

საქართველოში აღმოაჩინეს ახალი შტამით ინფიცირებული 1 ადამიანი. ჩვენ ჯანდაცვის სისტემა არა გვაქვს ჩამოყალიბებული, ჩვენ სინამდვილეში არ ვიცით რამდენი ადამიანია ინფიცირებული ახალი შტამით საქართველოში – ესაა რეალური. არ ვიცით კოვიდით რამდენია ინფიცირებული, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, კიდევ ერთხელ გეტყვით, არც ეს ვიცით.

როცა გვქონდა შეხვედრა, სადაც პრემიერიც იყო, ვიკითხე, როგორი იყო სიკვდილობის მაჩვენებელი ქვეყანაში და უხეში პასუხი მივიღე დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან…

ჩვენ ეს ყველაფერი ვიცითო და თქვენ რომ იცით, მოსახლეობასაც უთხარით. ბევრი რაღაცა იცით, მაგრამ იმდენი ჩავარდნები გააკეთა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა… გასაგებია, რომ მაგრები ხართ, გავლენები გაქვთ, ცნობილები ხართ, მესმის, მაგრამ ქვეყანამ როცა გადალახა რაღაცა საზღვარი… როცა შენ საქმეს არ აკეთებ და თეორიებით მელაპარაკები, იქნებ, კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ და მოსახლეობას გაუტაროთ სწორი საინფორმაციო პოლიტიკა. სწორი საინფორმაციო კამპანია საერთოდ არ არსებობს. პირბადეები დოლბანდითო, რომ თქვეს, კარგად გვახსოვს – დოლბანდი როგორ შეიძლებოდა საავადმყოფოში, ხალხო? 50-იან წლებში დოლბანდით ვმუშაობდითო… შეიტანეს დოლბანდი საავადმყოფოებში და იმიტომ არის სამედიცინო პერსონალი დაინფიცირებული, ვისი ბრალია ეს? – დაავადებათა კონტროლის ცენტრის. დამესევიან ახლა ლანძღვით, კი, ბატონო, რაც გინდათ, თქვით.

ყველაფერს აქვს საზღვარი, ჩუმად ვიყავი, იქეიფეთ… რა იყო ეს ერთკვირიანი გახსნა? ვითომ კარგი ქნეს? მე რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი, გავწვებოდი და ვიყვირებდი, რომ არ შეიძლება გახსნა, მაგრამ პოლიტიკოსები არიან… როცა ექიმი ხარ, ფიცი გაქვს მიცემული, სიმართლე უნდა თქვა და მტერიც რომ მოვიდეს, შენი დედის მკვლელიც რომ მოვიდეს საოპერაციოში საუკეთესო ოპერაცია უნდა გააკეთო. არ გაქვს მისი განსჯის უფლება. ეს არის განსხვავება ექიმს და არაექიმს შორის. ადამიანებს დაავიწყდათ რა არის ექიმობა. ასეთ დროს ფული კეთება არის დანაშაული.

ქვეყანაში დაფიქსირდა ახალი შტამი, რომელიც არის კატასტროფულად ვერაგი და ამბობენ, გამოჯანმრთელდა ახალი შტამით ინფიცირებული და ყველაფერი კარგადააო… შემოვიდა, ხო? გეკითხებით, საიდან შემოვიდა? შენ თუ ფულიანი ხარ, გავლენები გაქვს, კარანტინი არ გეხება? მოდი, სიმართლე ვთქვათ, კარანტინი არ გეხება, გადახვალ საზღვარზე და გადმოხვალ… შეკითხვა მაქვს, ეს ვირუსი სვანეთიდან ჩამოვიდა, თუ კახეთიდან? ანუ, საზღვრები დაკეტილი არ არის? ყველა ქვეყანამ დაკეტა და ჩვენთან ვითომ დაკეტილია? სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი – იქ საშინელება ხდება, ჩვენ ვართ აფეთქების შუაგულში…. შემოდის ტრაილერი თურქეთიდან, ან რუსეთიდან, დალუქე, მიდი, კარი, რომ გარეთ ვერ გამოვიდეს მძღოლი, ჩავთვალოთ კაბინა არის მისი საკარანტინე ზონა და ყოველ 50 კილომეტრში გააკეთე ჩაკეტილი ზონა, რომ ისარგებლოს საპირფარეშოთი, მორჩა და გათავდა, რა უნდა მაგის გაკეთებას? რატომ არ აკეთებენ? იმიტომ, რომ საზღვარზე აკეთებენ რაღაცა ტესტებს. ამ პისიარ ტესტებიდან მხოლოდ 60 პროცენტის შემთხვევაში შეიძლება იყოს სწორი პასუხი, ხომ ვიცით ეგ უკვე? და სწრაფი ტესტები საერთოდ 50/50-ზეა. ვინც არ უნდა შემოვიდეს ქვეყანაში, ჩაკეტეთ 2 კვირა – არა გაქვს ცარიელი სასტუმროები? აკეთებ სასტუმროებშიც ფულს? – კი, ბატონო, ხომ არაფერს გეუბნებით, გააკეთე. ჩაკეტე სასტუმროში. ავსტრალიაში ყველა იყო 14 დღიან კარანტინში, ვინც ქვეყანაში შედიოდა და მაინც გაეპარათ…

გახსოვთ, მე რომ ვამბობდი, რომ კარანტინი უნდა იყოს 14+10 დღე, ატყდა პანიკა, გამლანძღეს, გამასწორეს მიწასთან, გიჟიაო… ვირუსი არის ვერაგი, შეიძლება 14 დღე იყო ადამიანი გამავრცელებელი და შეიძლება 3 თვე ავრცელებდეს ვირუსს, ძალიან ცოტაა ასეთის პროცენტობა, მაგრამ ხომ საშიშია? ვირუსი იწყება 1 ადამიანით, პატარა ქვეყანა ვართ, გავუფრთხილდეთ… ამას ყველაფერს უნდა ტვინი, ტვინი სად არის… ჟელატინია…

უმარტივესია, აიღე და ჩაკეტე მთიანი რაიონები… რა უნდა მაგალითად, სვანეთის ჩაკეტვას? მე რომ სვანების ადგილზე ვიყო, ჩავიდოდი და თავად ჩავკეტავდი შემოსასვლელს, ჩაიკეტეთ თავად თავი… თქვით, რომ არ გინდათ ვირუსი. ზემო აჭარა, ასევე, ერთი გზა ადის, ჩაკეტეთ და მორჩა… სვანეთი და აჭარა იქნება გამწვანებული… ხომ ხედავთ, “ზემოთ” არ მუშაობენ, ყველა მხოლოდ ფულზეა გადასული.

ჩვენ გაგვეპარა კორონავირუსი, 9 თვე გავიდა და არავინ არაფერი გააკეთა – ესაა ჩემი ბრაზის მიზეზი. პირბადეები ჩვენ გავაკეთეთ, ჩვენ ყველამ, ვერავინ დაიბრალებს.

მე რევოლუციონერი არა ვარ, მაგრამ რადიკალური ცვლილებებია საჭირო ჯანდაცვის სისტემაში. ელემენტარული შევთავაზე – მართვის ელექრონული სისტემა. საავადმყოფოში მიდიხართ, პირადობა მომეცი, გეუბნებიან, იმაზე უნდა მიაბა სისხლის ჯგუფი, რაზე აქვს ალერგია, რა ტკივა – ათჯერ ერთი და იგივე კარგიოგრამას უღებენ, ათჯერ ერთი და იგივე სურათს უღებენ, ათჯერ ერთი და იგივე ანალიზებს აკეთებენ – რატომ? – ფულის გასაკეთებლად. იმიტომ არ უნდათ ელექტრონული ჯანდაცვა, რომ თქვენზე გააკეთონ ფული. ესაა მარტივი პასუხი. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ელექტრონული ჯანდაცვის სიტემა მე შევამოწმე, ღაზაში თუ არის ელექტრონული ჯანდაცვის შექმნა შესაძლებელი, საქართველოში არ არის შესაძლებელი?

ერთადერთი წამალი ამ მომენტში არის სამედიცინო პირბადე. ვაქცინა კარგა ხანს არ იქნება საქართველოში. სიმართლეს გეტყვით. საქართველო არ არის მზად ვაქცინაციისთვის. ტუალეტის ქაღალდზე უნდა დაწერონ – გიორგი ფხაკაძეს გავუკეთეთ ვაქცინა, უნდა მოვიდეს ორ კვირაში. წამოვედი სახლში, ამიწია სიცხემ, დავრეკე სასწრაფოში, მკითხავს, ვინა ვარ, ფხაკაძე ვარ, კაი, არც შემეკითხება ვაქცინა გამიკეთეს, თუ არა… სხვათა შორის, ჩვენი სასწრაფოები ძალიან კარგად მუშაობენ და ეგენი რომ არა, ჯანდაცვა დაინგრეოდა, მაგრამ გადაღლილებიც არიან და ეს პროტოკოლშიც არ უწერიათ.. თუ უგონოდ ხარ, მოძებნიან პირადობას და რას ნახავენ? დაბადების წელს. ვერც ნახავენ, რომ ვაქცინა მაქვს გაკეთებული და შესაძლებელია სწორედ ვაქცინაციის გამო გავხდი ცუდად. როგორ გაიგებენ? და ვაქცინაციისთვის ვემზადებით საქართველოში? ვსაუბრობთ სახურავის ფერზე და საძირკველი არ გვაქვს. ელექტრონული ჯანდაცვა არის საძირკველი, ეს არის მინიმალური ბაზისი, რათა შევამციროთ ექიმის შეცდომები. 5 წლის წინათაც ვცდილობდი, რომ ელექტრონულ სისტემაზე გადასულიყო ქართული ჯანდაცვა, მაგრამ თურმე, ტიპები ფულს შოულობენ… ქაღალდებზეა ყველაფერი და ქაღალდებში ვერ ნახავ, რომ ერთი ექიმი, ყველას უწერს ერთ ანტიბიოტიკს, იმ ანტიბიოტიკს, რომელიც არ გჭირდებათ, მაგრამ იმ ექიმს აფთიაქი უხდის 10 პროცენტს… აი, ვისაც ახლა წამლები გაქვთ გამოწერილი და რეცეპტი გიდევთ, იცით, რომ იმ წამლების 60-70 პროცენტი არ გჭირდებათ? საერთოდ არ გჭირდებათ, მაგრამ გაქვთ…

ქვეყანას პატრონი არა ჰყავს. პატრონი გყავს, როცა დემოკრატიული პრინციპებია დალაგებული. პატრონი გყავს, როცა მოსახლეობას აქვს კითხვა და მას პასუხობენ, პასუხი კი არის დასაბუთებული, რატომ გაკეთდა ასე, რატომ დაიხარჯა, რატომ არ დაიხარჯა და არა ასე “მე ვფიქრობ, ეს თემა “გავაიასნე” და ასე გავაკეთე” – ასე მართვა თუ შეიძლებოდა, არ მეგონა.

თეგები: ამირან გამყრელიძეგიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?
ახალი ამბები

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?

20:45 06-06-2025
ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა

19:07 06-06-2025
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

14:56 06-06-2025
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

13:50 06-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved