• რეკლამა
  • კონტაქტი
05:20, ოთხშაბათი, 29 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იცით, რომ ნიკა მელია უშიშროების სკოლაში სწავლობდა? უნიჭო და უზრდელია” – ყაველაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:42 09-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი:

“იცით, რომ ნიკა მელია უშიშროების სკოლაში სწავლობდა? სიმონ ნოზაძემ, რომელიც უშიშროების გენერალია, მელიას ტრიბუნიდან მიმართა – თქვენ რომ სწავლობდით, მეც იქ ვიყავი და ბევრ სხვა რამესაც გასწავლიდით, ბევრი სასიკეთო რამე გასწავლეთო. მაგრამ მელია იმდენად უნიჭოა, რომ სხვა არაფერი იცის. მან მხოლოდ პროვოკაცია იცის

მელია არის უზრდელი ადამიანი, რომელიც პირდაპირ მიეჭრა ევროკავშირის ოფისთან და დაიწყო შეურაცხყოფის მიყენება. ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს ადამიანი კამერების წინ შოუს დგამს. მას ჩვენი კოლეგების მიმართ არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი რამ. წინა მოწვევის პარლამენტში სულ რამდენჯერმე იყო და მე არ მახსოვს, რომ პარლამენტში მისი მოსვლა არ დამთავრებულიყო ჩხუბით.

საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა იცოდეს, რომ ეს ადამიანი მხოლოდ ამით არის დაკავებული. ქვეყანა ზარალდება, თორემ ჩემთვის „ნაციონალურ მოძრაობას“ მშვენიერი თავმჯდომარე ჰყავს. ამაზე უკეთესი და ჭკვიანი ნამდვილად არ გვინდა რომ ჰყავდეთ. პარლამენტში რა ხდება, როდესაც მოდის ნიკა მელია? რატომ ჰგონია მას, რომ ვინმეს ჩხუბი ან დაპირისპირება სურს? ეს ადამიანი კონკრეტულად ასე იქცევა. არავის აქვს იმის ინტერესი, რომ ვინმეს მიმართ იძალადოს, მაგრამ ნიკა მელია ამ მხრივ უნიკალურია“

ამ ფაქტის შემდეგ ირაკლი კობახიძის „ბულინგი“ დაიწყო, თითქოს მას შეეშინდა და გაიქცა. ნაცვლად იმისა, რომ ტელევიზიებს ეთქვათ, რომ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ევროკავშირის ოფისთან მივარდა და ასეთი ამბავი მოაწყო, ოპოზიციურმა ტელევიზიებმა ის ისე გამოიყვანეს, თითქოს უბრალოდ დაპირისპირება მოხდა. ეს რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს გაეკეთებინა, ხომ წარმომიდგენია, რა ამბავი მოჰყვებოდა? როდესაც ადამიანი მოვა შენთან, დაგარტყამს, შეურაცხყოფას მოგაყენებს, ადამიანები ვართ და ყველას არ შეუძლია თმენის ვალდებულების ბოლომდე შესრულება. ზოგჯერ ამას რეაქცია მოჰყვება“

თეგები: მიხეილ ყაველაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან
ახალი ამბები

სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან

15:04 10-28-2025
ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved