არასამთავრობო ორგანიზაცია, “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ბევრი აუგი მსმენია ქართულ მენტალიტეტზე, სწორედ ამ ქართული მენტალიტეტის დამსახურებაა, რომ დღეს მასიურად შიმშილით არ იღუპება ხალხი, ვინც ორ კაპიკს შოულობს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, თითქმის ყველა რამდენიმე ოჯახს ინახავს, ეხმარება მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს… ასევე, ნურასდროს ნუ იტყვით რომ ქართველი ზარმაცია! გაიხსენეთ, რომ კომუნისტურ ეპოქაში ყველა შრომობდა და ახლაც შრომობენ ჩვენი ემიგრანტები, თუ ვინმე არ მუშაობს, ეს ან სამსახურების არარსებობის ან დაბალი ანაზღაურების ბრალია!”
კომენტარები