• რეკლამა
  • კონტაქტი
01:37, პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იცი, რატომ აკეთებ ამას? იმიტომ რომ ხალხი ბრბო და უტვინო ჯოგი გგონია – ნაცვლიშვილი სააკაშვილს

ალია ავტორი - ალია
12:03 03-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

“ქართული ოცნების” ყოფილი პიარ ტექნოლოგი და “პოსტ-ტვ”-ის დამფუძნებელი, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალური ქსელის საშაულებით ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.

ნაცვლიშვილი აღნიშნული მიმართვით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მისი მმართველობს დროს მომხდარ გახმაურებულ საქმებს ახსენებს.

მიხელ სააკაშვილი… გინდა, დამარცვლით აგიხსნა, რატომ არ გამოგივა არაფერი და რატომ გაასხამს მორიგ ჯერზე ყალბ ამბავზე დაშენებული ტელე-ბაბლი?

არამარტო ჟანრის, ფიზიკის კანონები მოითხოვს, რომ ხელისუფლების თავგასულობის ნიადაგზე საზოგადოებრივი პროტესტის გამოწვევისთვის აუცილებელი პირობა მსხვერპლის არსებობაა. ნამდვილის და არა გამოგონილის. შენივე მაგალითზე გაგახსენო? ჯერ სასაფლაოზე ვპოულობთ სანდროს ნაწამებ ცხედარს და მერე, ახალიების, ვანოს და მისი ცოლის გავლით, გვიან, მაგრამ მაინც მოვდივართ შენამდე, არაკაცო! ჯერ ბუტას ხვრეტენ დიდუბეში და მერე, დონაძეების გავლით, გვიან, მაგრამ მაინც მივდივართ ოქრუაშვილამდე. გავაგრძელო? და შენ რას აკეთებ? ჯერ “პოულობ” ანზორ ჩუბინიძე-კადიროვს და გვარწმუნებ, რომ მსხვერპლი თავისთავადი მოცემულობაა და აღარ არის საჭირო მისი იდენტიფიცირება. მსხვერპლის, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. იცი, რატომ აკეთებ ამას? იმიტომ რომ ხალხი ბრბო და უტვინო ჯოგი გგონია. აი, ახლა, 2-3 დღეში, ისევ რომ გაასხამთ, დასხედით გვარამიას ეთერში და უმტკიცეთ ერთმანეთს, რომ ღირსება არ აქვს ხალხს, რახან არ ჭამა მორიგი სიყალბე, არ აგყვათ და არ ჩაგაშლევინათ მოლაპარაკება. პირს რომ მოიქაფებთ, ახალი “ჩანაწერების” მონტაჟით დაკავდით, ვიდრე საბოლოოდ არ დარწმუნდებით, რომ მოდელირებული პროტესტი მოდელირებული ქრონიკის რეციდივია, რომელსაც რეალურ ცხოვრებასთან ბმა და შეხება არ აქვს და არ შეიძლება, ჰქონდეს!” – წერს ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved