სიცილიაში რომის კათოლიკურმა ეპარქიამ მშობლებს ბოდიში მოუხადა მას შემდეგ, რაც ეპისკოპოსმა ბავშვებს უთხრა, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს.
გასულ კვირას რელიგიურ ღონისძიებაზე ეპისკოპოსმა ანტონიო სტაგლიანომ თქვა ისიც, რომ სანტას წითელი კოსტუმი კოკა-კოლამ რეკლამისთვის შეარჩია.
ნოტოს ეპარქიის კომუნიკაციების დირექტორმა, მეუფე ალესანდრო პაოლინომ განმარტა, რომ განცხადებებით ეპისკოპოსი ცდილობდა ხაზი გაესვა “შობის ჭეშმარიტი მნიშვნელობისთვის”.
გაზეთ La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში ეპისკოპოსმა კი თქვა, რომ მას ბავშვებისთვის არ უთქვამს, რომ სანტა არ არსებობს, თუმცა მისი თქმით, საჭიროება გაჩნდა, რომ ბავშვებს “განესხვავებინათ რა არის რეალობა და რა არა”.
კომენტარები