იტალიაში, ნეაპოლში, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ, ხალხმრავალ მოედანზე, ორ შვედ ტურისტს ადგილობრივი დაესხა თავს. კაცმა, იარაღის მუქარით, ერთ-ერთ ტურისტს საათი წაართვა, მოგვიანებით გააცნობიერა, რომ საათი სულაც არ იყო ძვირფასი და ის მსხვერპლს დაუბრუნა, – ამის შესახებ CNN-ი წერს.
შემთხვევა კაფის ვიდეოკამერამ დააფიქსირა. კადრებში კარგად ჩანს, როგორ წაართვა მძარცველმა ტურისტს საათი, 5-6 წუთის შემდეგ კი, ის სხვა პირს დააბრუნებინა უკან.
კომენტარები