• რეკლამა
  • კონტაქტი
13:26, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იტალიელმა ბებომ ქართველ მომვლელს 3. 7 მილიონი ევრო უანდერძა?! – რას ყვებიან ემიგრანტები

ალია ავტორი - ალია
17:14 03-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

ჩრდილოეთ იტალიაში, ჯენოაში მოხუცმა ქალბატონმა მომვლელს 3.7 მილიონი ევრო ანდერძით დაუტოვა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო corriere.it ავრცელებს. 

იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ მომვლელი, რომელსაც ამხელა თანხა დაუტოვეს წარმოშობით საქართველოდან არის, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებენ – ამბობენ, თავად ისურვა, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყო.

ემიგრანტების თქმით, ქართველი ქალი იტალიაში სამუშაოდ წლების წინ წავიდა და ჯენოაში პროფესიით მასწავლებელ მარიზა კავანას ოჯახში მუშაობდა.

მოხუცი 2020 წლის 9 დეკემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მან თავისი ქონების ნაწილი არასამეწარმეო, არამომგებიან ორგანიზაციებს, ასოციაციებს, საქველმოქმედო ფონდებს, სამკურნალო დაწესებულებებსა და საავადმყოფოებს დაუტოვა. ხოლო თავისივე მომვლელს, რომელმაც მასთან ბოლო 4 წელი იმუშავა, მადლიერების ნიშნად 3.7 მილიონი ევრო უანდერძა. მოხუცი ქალბატონის, მარიზა კავანას აქტივები 25 მილიონ ევროს შეადგენდა.

“ანდერძი და მისი უკანასკნელი სურვილები მარიზა კავანამ გულდასმით დაწერა და დაახლოებით 25 მილიონი ევროს მემკვიდრეობა – ჯენოაში არსებულ საავადმყოფოებს, საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კვლევით ინსტიტუტებს უანდერძა. პენსიონერი ედმონდა მარიზა კავანა ახალგაზრდობაში ლიტერატურას ასწავლიდა. 96 წლის 9 დეკემბერს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, პასადორის ბანკის მენეჯერს, ჯინო ნოცეთს დაუკავშირდა, რათა უკანასკნელი სურვილი გაენდო:

“ძვირფასო, მას შემდეგ რაც აღარ ვიქნები, გთხოვ კონვერტი, რომელიც მაგიდაზე იდება წაიღოთ კომპანია XIX Century-ში. წერილი ყველა იმ ადამიანს მოიცავს, ვისაც მადლობას ვუხდი და ვისაც ვუყვარდი.” – უთხრა ბანკის თანამშრომელს მოხუცმა მილიონერმა.

ანდერძის 2020 წლის 18 დეკემბერს გახსნეს. 13 გვერდიან ხელნაწერში ასახულია მემკვიდრეობის დანიშნულების დეტალები – მომვლელმა მიიღო 3.7 მილიონი ევრო. ოჯახის საიუველირო ნაკეთობებისა და ულამაზესი ვილის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი, ასევე ბანკში არსებული “ფულადი სახსრები”, ჯენოას ორ საავადმყოფოში გადავა. ხუთი მილიონი ერგო სასწავლო-კვლევით ინსტიტუტს, რომლის გენერალური მენეჯერი ადრიანო ლაგოსტენა მიღებულ გრანტს “უნიკალურ კეთილშობილებას” უწოდებს. ამასთან, პროფესორმა მკაცრად მიუთითა, რომ ანდერძით მიღებული თანხა “არა ადმინისტრაციას”, არამედ “ტექნიკის შესწავლისა და შეძენისთვის” არის გამოყოფილი.

ანდერძში ასევე ამოიკითხეს ლიგურიის ჯანდაცვის სისტემის მიერ მხარდაჭერილი არაკომერციული ორგანიზაციებისთვის დატოვებული თანხა, როგორიცაა “ბავშვთა თირკმლის დაავადებების ფონდი” და “ნეირობლასტომთა ასოციაცია”, და სასულიერო პირები – “სან ბენედეტოს რელიგიური პროვინცია”.

ქალბატონი კავანა, რომელიც ძალიან რელიგიური იყო არისტოკრატული წარმოშობის გახლდათ.

მილიონერმა მასწავლებელმა 2019 წელს ​კოლეჯისგან “ღვაწლის ვარსკვლავის” აღიარების სტატუსი მიიღო.

წყარო: პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved