იტალიის ხელისუფლებამ ყადაღა დაადო 11 ვილას, რომელთა მფლობელია რუსი მილიარდერი ვიაჩესლავ კანტორი. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
იტალიის ხელისუფლებამ ყადაღა დაადო 11 ვილას, რომელთა მფლობელია რუსი მილიარდერი ვიაჩესლავ კანტორი. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
იტალიური გამოცემა L’Unione Sarda კანტორს ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენად ასახელებს. საუბარია კუნძულ სარდინიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე, რომელიც ოლიგარქმა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან, სილვიო ბერლუსკონისგან შეიძინა.
კანტორის ქონება მის წინააღმდეგ დაწესებული პერსონალური სანქციების გამო დააყადაღეს. კანტორის ქონება 4,6 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ის მინერალური სასუქების მწარმოებელ უდიდეს კომპანია „აკრონას“ ფლობს.
ასევე კანტორი ორ საქველმოქმედო ფონდს ფლობს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ამ ფონდების მეშვეობით ოლიგარქი ფულის გათეთრების ოპერაციებს ატარებდა.
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები