იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში ზუგდიდელი შუა ხნის ქალი გარდაიცვალა.
“უფალმა ნათელში ამყოფოს შენი ნატანჯი სული… საქართველოს და ოჯახის მონატრება გაიყოლა უფალთან ცათა სასუფეველში”, – ვკითხულობთ ემიგრანტების ჯგუფში.
ჯული შულაია იტალიაში სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. მის ცხედარს სამშობლოში უახლოეს დღეებში ჩამოასვენებენ.
კომენტარები