იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 44 595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელია. ინფორმაციას ANSA ავრცელებს.
იტალიიs ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, წინა რეკორდი, 40 902 შემთხვევა, 2020 წლის 13 ნოემბერს დაფიქსირდა.
იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 168 ადამიანი გარდაიცვალა. ANSA წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი უკიდურესად მაღალია, ეს 550 ლეტალურ შემთხვევაზე ნაკლებია, რაც 2020 წლის 13 ნოემბერს დაფიქსირდა.
გარდა ამისა, 1 023 ინფიცირებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, 8 722 ჩვეულებრივ პალატაში. 13 ნოემბერს კი რეანიმაციაში 3 230 იწვა, რეგულარულ პალატაში – 30 914.
Worldometer-ის ინფორმაციით, ჯამში, იტალიაში COVID-19-ის 5 517 054 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 136 245 ადამიანი გარდაიცვალა, 4 950 780 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კომენტარები