იტალიაში, ახალგაზრდა კურიერი დააჯარიმეს ტელეფონზე საუბრის გამო. ამის შესახებ ilgiornale.it წერს. ახალგაზრდა კაცმა თავისი სკუტერი ნახევრად ცარიელ მოედანზე დააყენა, და ჩამოწეული პირბადით, საქმიან ზარს უპასუხა. მოულოდნელად მასთან გაჩნდა მუნიციპალური პოლიციის ორი თანამშრომელი. მათ 33 წლის ანდრეა დოლიანის 400 ევრო ჯარიმა გამოუწერეს.
შემთხვევამ იტალიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
იყო თუ არა პოლიციელთა ქმედება კანონიერი? – ამას სასამართლო დაადგენს. მიუხედავად იმისა, რომ თუ ახალგაზრდა კაცი ჯარიმას 5 დღეში გადაიხდიდა, მას მხოლოდ 280 ევროს გადახდა მოუწევდა, ანდრეამ ქვითარს ხელი არ მოაწერა და გადაწყვიტა, ჯარიმა გაასაჩივროს, რადგან მიაჩნია, რომ წესი არ დაურღვევია და დანაშაული არ ჩაუდენია.
კომენტარები