იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ რავანუზაში, 4-სართულიანი კორპუსი დაინგრა. მაშველები 12 ადამიანს, მათ შორის, 3 ბავშვს ეძებენ, – ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
არსებული ინფორმაციით, შენობაში გაზის მილის აფეთქდა, რასაც ჯერ ხანძარი, შემდეგ კი შენობის ნგრევა მოჰყვა.
მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა უკვე შეძლეს და ნანგრევებში სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. აფეთქებისა და ნგრევის შედეგად, სულ მცირე, 2 ახლომდებარე შენობაა დაზიანებული.
კომენტარები