იტალიის მთავრობამ, შესაძლოა, COVID-19-ის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.
მისი ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა ერთ თვეში მიიღებს, როდესაც ვაქცინაციის კამპანიის დასკვნები იქნება მზად.
სავალდებულო იმუნიზაციის შემოღების შემთხვევაში, ვაქცინაციას 12 წლიდან გაივლიან.
ამასთან, იტალიის მთავრობა გეგმავს აცრას 14 მილიონი იტალიელის ნახევარი, ვინც ვაქცინაციის შესახებ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიიღო.
ასევე, მთავრობის ეს ინიციატივა მიზნად ისახავს “მწვანე საშვების” გამოყენების პოპულარიზაციას და მათი მოქმედება სახელმწიფო თანამდებობებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, კერძო საწარმოებსა და დაწესებულებებზე გავრცელდება.
კომენტარები