• რეკლამა
  • კონტაქტი
17:00, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ისტორიული ტური „სათავეები: მიბრუნება ტაო-კლარჯეთთან“

ალია ავტორი - ალია
12:09 08-22-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
203

22-25 სექტემბერს თიბისი კონცეპტი და „მოგზაური“გთავაზობთ რიგით მესამე „კონცეპტ თავგადასავალს“ ოთხდღიან, ისტორიულ ტურს ტაო-კლარჯეთში.

მოგზაურებს მეგზურობას ისტორიკოსი ბუბა კუდავა და მუსიკოსი, ფოტოგრაფი ნოდარიკო ხუციშვილი გაუწევენ. ბუბა კუდავა ამ მხარეში 20 წლიანი მოგზაურობის, სამეცნიერო ექსპედიციების და ძეგლების თუ ისტორიული ადგილების კვლევების საფუძველზე დაგროვილი ცოდნა-გამოცდილებით, ჩვენი ქვეყნის წარსულში გვამოგზაურებს.

„ტაო-კლარჯეთი თავისი 700-ზე მეტი ეკლესიით, ციხე-სიმაგრეებით თუ არქეოლოგიური ძეგლებით ერთი ამოუწურავი სამყაროა, ერთი უზარმაზარი წიგნია, კითხვას თუ შეჰყევი, ვერასოდეს რომ ვერ დაასრულებ, ერთი უშველებელი ამბავია, მოყოლა თუ დაიწყე, რომ ვერ დაამთავრებ…

ტაო-კლარჯეთი ციხე-ქალაქებითა და ციხე-სიმაგრეებით ნაქსოვი პერანგია, სახელმწიფოებრიობის სათავეებია, ქართული კულტურის ერთი ვეებერთელა სახლია, ბუნების მრავალფეროვნების ფეიერვერკია, წარსულში მოგზაურისთვის დაუსრულებელი თავგადასავალია“ –  ბუბა კუდავა.

ნოდარიკო ხუციშვილი, კი მუსიკალური ნოტების პარალელურად, მოგზაურობაში შეგროვებული ემოციებისა და შთაბეჭდილებების პიზიტიურგავლენებს გაგვიზიარებს.

ტური „სათავეები: მიბრუნება ტაო-კლარჯეთთან“ იქნება მცდელობა ერთიან კონტექსტში გავიაზროთ ქართული კულტურის და მემკვიდრეობის მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობა, ვიფიქროთ ჩვენივე იდენტობის არსსა თუ რაობაზე, სახელმწიფოებრიობის ისტორიის სათავეებიდან ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე შემორჩენილ ქართულ ნაკვალევამდე.

ტურის ფასი 1 ადამიანზე – 1680 ₾ (20%-იანი ფასდაკლებით კონცეპტის მომხმარებლებისთვის).

ტურზე რეგისტრაცია 15 სექტემბრამდე გრძელდება. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00. ტურის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ „მოგზაურის” გუნდს: 599 380 817; 599 908 906.

ტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/Concept-Tour

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved