• რეკლამა
  • კონტაქტი
12:55, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ისტორიული გადაწყვეტილება – ნიუ იორკი მოქალაქეობის არმქონე პირებს ხმის მიცემის უფლებას აძლევს

ალია ავტორი - ალია
20:06 12-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ნიუ-იორკში მცხოვრებ არამოქალაქეებს, მუნიციპალურ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ექნებათ. ქალაქის საბჭოს მიერ, ხუთშაბათს მიღებული გადაწყვეტილება, 800 000 მწვანე ბარათის მფლობელს და ე.წ. მეოცნებეებს, საარჩევნო ყუთთან წვდომას აძლევს. ნიუ-იორკი თითქმის 9 მილიონი მოსახლეობით, ამერიკის ყველაზე დიდი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. რიგით მეორე ლოს-ანჯელესის მოსახლეობა მასზე ორჯერ ნაკლებია.

საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შეჩერება, მხოლოდ მოქმედი მერის, ბილ დე ბლასიოს ვეტოს შეეძლო. თუმცა, დემოკრატი მერი აცხადებს, რომ ის ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს. ჯერ ნათელი არ არის, შესაძლებელია თუ არა, საკრებულოს გადაწყვეტილება, სხვა სამართლებრივი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს.

შეერთეებულ შტატებში, 10-ზე მეტი თემი უკვე ნებას რთავს არამოქალაქეებს, ადგილობრივ მუნიციპალურ არჩევნებში ხმა მისცენ. მათ შორის, 11 ქალაქი მერილენდშია და ორიც – ვერმონტში. მაგრამ, ნიუ-იორკში ყველაზე მეტ არამოქალაქეს შეეძლება ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებით ისარგებლოს.

არამოქალაქეებს კვლავ არ შეეძლებათ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, ასევე – კონგრესმენის არჩევა, ან თუნდაც შტატის დონეზე, გუბერნატორის, მოსამართლეების ან კანონმდებლების არჩევა.

კანონი ავალდებულებს საარჩევნო ბორდს, ივლისამდე წარადგნოს მისი დანერგვის გეგმა. მათ შორის, ამომრჩეველთა რეგისტრაციის წესებისა და დებულებების ჩათვლით. გარდა ამისა, მუნიციპალური არჩევნებისთვის, უნდა შეიქმნას ცალკე ბიულეტენები იმის თავიდან ასაცილებლად, რომ არამოქალაქეებმა ფედერალურ ან შტატის დონეზე გამართულ არჩევნებში ხმის მიცემა ვერ შეძლონ.

მაშინაც კი, თუ დე ბლასიო გადაწყვეტდა კანონპროექტისთვის ვეტო დაედო, საბჭოში მის დასაძლევად საკმარისი მხარდაჭერა იყო. არჩეული მერი ერიკ ადამსი, რომელიც ნიუ-იორკის მერის პოსტზე ბილ დე ბლასიოს შეცვლის, აცხადებს, რომ კანონპროექტს მხარს უჭერს.

ამერიკის ხმა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved