• რეკლამა
  • კონტაქტი
01:07, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ისროდნენ… დააკავა პოლიციამ, მაგრამ დაურეკეს და გააშვებინეს – რა მოხდა სინამდვილეში ხურვალეთში?

ალია ავტორი - ალია
19:14 03-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

7 მარტს ხურ­ვა­ლეთ­ში, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან, სრო­ლა იყო. ხურ­ვა­ლე­თის მკვიდრი რა­მაზ ჩა­ლა­უ­რი მი­წის სა­კუ­თარ ნაკ­ვეთს ამუ­შა­ვებ­და, რა დრო­საც რუსი ე.წ. მე­სა­ზღვრე­ე­ბი გად­მო­ვიდ­ნენ და მისი და­კა­ვე­ბა უკა­ნო­ნოდ სცა­დეს, შემ­თხვე­ვას მოჰ­ყვა სრო­ლაც. ამის შემ­დეგ ად­გილ­ზე ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცია გა­მო­ცხად­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვებ­მა რუს მე­სა­ზღვრე­ებს ჯერ ია­რა­ღი ჩა­მო­არ­თვეს, შემ­დეგ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ცხელ ხაზ­სა და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას აც­ნო­ბეს, მათი გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ კი ორი­ვე პირი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ოკუ­პანტ მხა­რეს გა­დას­ცეს.

“მი­წას ვხნავ­დი, შე­მო­ვიდ­ნენ რუ­სე­ბი და გა­მო­მე­კიდ­ნენ, და­ვაგ­დე ტრაქ­ტო­რი და გა­მო­ვი­ქე­ცი. ორი რუსი იყო. სოფ­ლამ­დე მდი­ეს, ჩვენ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მიშ­ვე­ლეს, მერე რა მოხ­და, არ ვიცი. იმ ად­გილ­ზე სხვა დრო­საც ვმუ­შა­ობ­დი ხოლ­მე, ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­აა”, – აცხა­დებს რა­მაზ ჩა­ლა­უ­რი.

სო­ფელ ხურ­ვა­ლე­თის მკვიდრი, ambebi.ge-თან ამბობს:

“ეს კაცი თა­ვის ბაღ­ში მუ­შა­ობ­და, მი­წას ხნავ­და. გა­მო­ე­კი­და ორი მე­სა­ზღვრე და სახ­ლის კა­რამ­დე სდი­ეს, 600 მეტრზე გად­მო­ვიდ­ნენ და სდი­ეს. ჩა­ლა­უ­რი ჩვენ­მა პო­ლი­ცი­ამ გა­და­არ­ჩი­ნა, თო­რემ ახლა იზო­ლა­ტორ­ში იქ­ნე­ბო­და. მოკ­ლედ, რუ­სე­ბი და ოსე­ბი ნა­დი­რო­ბენ ჩვენ­ზე, ში­შით მიწა ვერ დაგ­ვი­მუ­შა­ვე­ბია. ეს კაცი ცხინ­ვა­ლი­და­ნაა, ლტოლ­ვი­ლია და ხურ­ვა­ლე­თის ჩა­მო­სახ­ვევ­ში ცხოვ­რობს. იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სულ 139 ტოლ­ვი­ლის ოჯა­ხი ცხოვ­რობს. მათი მინ­დვ­რე­ბიც, რო­გორც ჩვე­ნი, ესა­ზღვრე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ხაზს, წი­ნა­გა­რას. ეს ადა­მი­ა­ნი თა­ვის მინ­დორს ხნავ­და, გად­მო­ვიდ­ნენ და მისი და­ჭე­რა სცა­დეს. ისე, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძი­რი­თა­დად ოსე­ბი შე­მო­დი­ან, ცხინ­ვა­ლე­ლი “მე­სა­ზღვრე­ე­ბი“ ბე­და­ვენ და შე­მო­დი­ან. ჩვენს მხა­რე­ში ვი­საც კი იჭე­რენ, ამას ძი­რი­თა­დად ოსე­ბი აკე­თე­ბენ, ვი­თომ მე­სა­ზღვრე­ე­ბი – ხნუ­ლებს კვე­თენ, გად­მოძ­ვრე­ბი­ან 100 მეტრზე, გა­და­ათ­რე­ვენ ქარ­თვე­ლებს, მერე მათ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უღე­ბენ სუ­რა­თებს, თით­ქოს აი, სა­ზღვა­რი გად­მოკ­ვე­თა და აქ და­ვი­ჭი­რე­თო. როცა რა­მაზ ჩა­ლა­ურს გა­მო­ე­კიდ­ნენ, ჯერ ჰა­ერ­ში ის­რო­ლეს, გა­ჩერ­დიო. ეს არ და­ე­მორ­ჩი­ლა, ტრაქ­ტო­რი მი­აგ­დო და გა­მო­იქ­ცა. ჩვე­ნი პო­ლი­ცია პი­კა­პე­ბით პატ­რუ­ლი­რებს სო­ფელ­ში, ახ­ლოს ყო­ფი­ლან და მათ ის ორი “მე­სა­ზღვრე“ ალ­ყა­ში მო­უქ­ცე­ვი­ათ, აიყ­ვა­ნეს კი­დეც, მაგ­რამ ეტყო­ბა, და­უ­რე­კეს, გა­უშ­ვი­თო და გა­უშ­ვეს. ად­რეც იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა, როცა აიყ­ვა­ნეს სა­ზღვრის დამ­რღვე­ვი რუ­სე­ბი, თუ ოსე­ბი, მაგ­რამ სა­მი­ნის­ტრო­დან და­რე­კეს და გა­აშ­ვე­ბი­ნეს“

“ალია” შეგახსენებთ, რომ მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა სუს-შიც გა­კეთ­და, ისინი ამტკიცებენ, რომ არ დაუკავებიათ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები და უბრალოდ შეაჩერეს. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოქალაქეს ესროდნენ, სუს-ი ამბობს, რომ “ცხე­ლი ხა­ზის დახ­მა­რე­ბით და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის შუ­ა­მავ­ლო­ბით გა­ნახორ­ცი­ე­ლდა კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და ვი­თა­რე­ბა გა­ნი­მუხ­ტა“.

ანუ, რომ არ გავატანეთ ჩვენი მოქალაქე, ეწყინათ, მაგრამ მერე ჩაერივნენ და გადაწყვიტეს აქეთ სამაგიერო აღარ გადაეხადათო.

თეგები: ოკუპაციახურვალეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved