ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ნაფტალი ბენეტი და ჯანდაცვის მინისტრი, ნიტზან ჰოროვიტსი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული სამგზავრო შეზღუდვები კიდევ 10 დღით გახანგრძლივდება. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
“მგზავრობაზე შეზღუდვები 11 დეკემბრამდე იყო ძალაში, თუმცა, ახალი გადაწყვეტილებით, შეზღუდვები საზღვარზე კიდევ 10 დღით გახანგრძლივდება”, – განაცხადა ბენეტმა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ისრაელში ჩამოსული ყველა მოქალაქისთვის, იმუნიზაციის მიუხედავად, „პისიარ“ ტესტის პასუხების წარდგენა სავალდებულოა, ხოლო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მოქალაქეები კარანტინში უნდა გადავიდნენ.
წყარო
კომენტარები