• რეკლამა
  • კონტაქტი
04:47, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ისრაელში ქართული ბანდის წევრები დააკავეს, რომლებიც ავტობუსებში მოხუცებს ძარცვავდნენ

ალია ავტორი - ალია
11:41 08-29-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
141

ისრაელში ქართული ბანდა დააკავეს, რომლებიც ავტობუსებში მოხუცებს ძარცვავდნენ.

ისრაელის პოლიციამ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ცხელ კვალზე, ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავა, რომლებიც ავტობუსებში ხანდაზმულ ადამიანებს სისტემატურად ძარცვავდნენ.

პოლიციის ცენტრალურმა დეპარტამენტმა უკვე დაასრულა ფართომასშტაბიანი გამოძიება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც სისტემატურად ძარცვავდა ხანდაზმულ მგზავრებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დაჯუფების წევრები საქართველოს მოქალაქეები არიან.

გამოძიების თანახმად, დაჯგუფების წევრები პენსიონერებს ავტობუსის გაჩერებაზე „ირჩევდნენ“, შემდეგ მათთან ერთად მგზავრობდნენ. მოგვიანებით კი ავტობუსშივე ძარცვავდნენ. მათ ოსტატურად ამოჰქონდათ საფულეები, ფული და ძვირფასი ნივთები ხანდაზმულთა ჯიბეებიდან და ჩანთებიდან.

კრიმინალები ისრაელის სხვადასხვა რეგიონში მოქმედებდნენ და მათი სქემების მსხვერპლი 100-ზე მეტი ისრაელელი მამაკაცი და ქალი გახდა. დაზარალებულთა უმრავლესობა 70-იდან 90 წლამდე ასაკისაა. პოლიციამ გააერთიანა მსხვერპლთა საჩივრები შფელის, გუშ დანის, აშდოდის და ჰაიფის რაიონებში.

ოპერატიული ინფორმაციით გამომძიებლებმა შეძლეს ხუთი ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება – ყველა მათგანი დაახლოებით 30 წლისაა. საქმის მასალები ბრალდების მოსამზადებლად უკვე პროკურატურას გადაეცა.

„გამოძიების დასრულება შესაძლებელი გახდა ოპერატიული დანაყოფების კოორდინირებული მუშაობისა და ინციდენტების შესახებ მოქალაქეთა შეტყობინებების წყალობით“, – ნათქვამია ცენტრალური პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved