• რეკლამა
  • კონტაქტი
11:10, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ისრაელში პირბადეების ტარების ვალდებულება დახურულ სივრცეშიც უქმდება

ალია ავტორი - ალია
16:58 06-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის, იული ედელშტეინის თქმით, თუ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზრდება, 15 ივნისიდან მოქალაქეებს შენობაში პირბადეების მოხსნის ნებას მისცემენ.

”განხილვების შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ, როგორც ყოველთვის ვამბობთ, სიფრთხილით, თუ არ მოხდება მაჩვენებლების და ინფიცირების სურათის გაუარესება, 15 ივნისიდან პირბადეების ტარების ვალდებულებას მოვხსნით”, – განაცხადა მინისტრმა სამედიცინო მუშაკებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მანამდე პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა.

ისრაელში 1 ივნისიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმდა. ერთადერთი რეგულაცია, რომელიც დარჩა, დახურულ სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობაა.

ამასთან, მოქალაქეებს მთელი რიგი საზოგადოებრივი ღონისძიებებისა და დაწესებულებებში სტუმრობისას ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთების, ე.წ. “მწვანე პასპორტების” წარდგენა აღარ მოეთხოვებათ.

განათლების სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ სავალდებულოა პირბადის ტარება საკლასო ოთახებში, ლექციების დარბაზებში, საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერ სხვა დახურულ საჯარო შენობაში, აგრეთვე სტუდენტთა ტრანსპორტირებისას საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებებში.

ამასთან, ისრაელის ტერიტორიაზე შემოსვლისა და გასვლის ნაწილობრივი შეზღუდვები ისევ მოქმედებს. 

შეგახსენებთ, ისრაელში 18 აპრილიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა.

ისრაელმა მოქალაქეები “ფაიზერის” ვაქცინით აცრა.

წყარო – report.ge

თეგები: ისრაელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved