ისრაელში არასრულწლოვანთა ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ The Guardian-ი ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
უწყების განცხადებით, Pfizer/BioNtech-ის ვაქცინით ქვეყანაში უკვე აიცრა 12-დან 16 წლამდე ასაკის 600-მდე მოზარდი. გვერდითი ეფექტები მათ არ გამოვლენიათ.
ვაქცინაციის ტემპით ისრაელი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. გასულ კვირას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა კორონავირუსი პრაქტიკულად უკვე დაამარცხა და აპრილიდან საზღვრების გახსნა დააანონსა.
კომენტარები