• რეკლამა
  • კონტაქტი
23:02, ხუთშაბათი, 10 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ისრაელში დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის პროფესიების ჩამონათვალი, შესაძლოა, გაფართოვდეს

ალია ავტორი - ალია
11:33 02-15-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,596

ის­რა­ელ­ში და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის პრო­ფე­სი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, შე­საძ­ლოა, გა­ფარ­თოვ­დეს. ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ ბარ­კა­ლა­ი­ამ „ინტერპტრესნიუსთან“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სა­საქ­მებ­ლად პრო­ფე­სი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით უწყე­ბა უკვე მუ­შა­ობს.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამ ეტაპ­ზე, ის­რა­ელ­ში გე­რი­ატ­რი­უ­ლი ასის­ტენ­ტის პრო­ფე­სი­ა­ზეა მო­თხოვ­ნა.

ამას­თან, რო­გორც ბარ­კა­ლა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო მსურ­ვე­ლებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­სამ­ზა­დე­ბელ კურ­სებს უფა­სოდ სთა­ვა­ზობს.

“გერ­მა­ნი­ა­ში არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ მუ­შა­ხელ­ზეა მო­თხოვ­ნა და ძი­რი­თა­დად, სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე. ის­რა­ელ­ში კონ­კრე­ტუ­ლად, გე­რი­ატ­რი­უ­ლი ასის­ტენ­ტის პრო­ფე­სი­ის მქო­ნე პი­რე­ბი ესა­ჭი­რო­ე­ბათ. არ­სე­ბობს ის მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­ში სა­მუ­შა­ოდ აქე­დან გაგ­ზავ­ნილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. ამ მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად ტრე­ნინგ-კურ­სე­ბიც გა­კეთ­და, მომ­ზად­და და გა­დამ­ზად­დნენ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იქამ­დე, სა­ნამ ის­რა­ელ­ში წა­ვი­დოდ­ნენ. სა­ხელ­მწი­ფო აფი­ნან­სებს ამ ტრე­ნინგ-კურ­სებს. ასე­ვე, გან­ვი­ხი­ლავთ ის­რა­ელ­ში პრო­ფე­სი­ე­ბის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­საც იმი­ტომ, რომ ის­რა­ელს სხვა მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბიც აქვს და სა­ჭი­რო­ე­ბაც შე­სა­ბა­მი­სად არის. ცირ­კუ­ლა­რულ მიგ­რა­ცი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­თხოვ­ნა – მი­წო­დე­ბას შო­რის სწო­რი ბა­ლან­სი და­ვიც­ვათ ანუ მიმ­ღებ ქვე­ყა­ნა­ში მი­წო­დე­ბით ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ შე­იქ­მნას დე­ფი­ცი­ტი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბა­ლან­სი იყოს და­ცუ­ლი.

ზო­გა­დად, მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბი, არა­მარ­ტო ის­რა­ელ­ში, არა­მედ ევ­რო­კავ­ში­რის ქვე­ყა­ნა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში არის სატ­რან­სპორ­ტო- ლო­ჯის­ტი­კუ­რი, სამ­შე­ნებ­ლო და სას­ტუმ­რო-სა­რეს­ტორ­ნო პრო­ფე­სი­ე­ბი. ვფიქ­რობთ, რომ მო­თხოვ­ნა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იქ­ნე­ბა და გა­იზ­რდე­ბა, თუმ­ცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­თხოვ­ნა ჩვენ­თა­ნაც, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ად­გი­ლობ­რივ დამ­საქ­მებ­ლებ­თან, რომ, პირ­ველ რიგ­ში, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე მო­თხოვ­ნე­ბი და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ და სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ებ­ლებს ის კვა­ლი­ფი­კა­ცია შევ­ძი­ნოთ, რო­მე­ლიც სჭირ­დე­ბა ად­გი­ლობ­რივ ბიზ­ნესს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აქვე რომ და­საქმდნენ.

არ­სე­ბობს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა – გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უფრო მეტი რე­სურ­სის ჩა­დე­ბას ვფიქ­რობთ და უფრო მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას უშუ­ა­ლოდ დამ­საქ­მებ­ლებ­თან, რომ დამ­საქ­მებ­ლებს მივ­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ისი­ნი გა­ვაძ­ლი­ე­როთ, რათა თვი­თონ და­ატ­რე­ნინ­გონ მათ­თვის მო­თხოვ­ნად კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ში მა­ძი­ე­ბე­ლი და შემ­დეგ უკვე და­ა­საქ­მონ“, – გა­ნა­ცხა­და ბარ­კა­ლა­ი­ამ.

გარ­და ამი­სა, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­საქ­მე­ბის მა­ძი­ებ­ლე­ბის პირ­ვე­ლი 17-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი ის­რა­ელ­ში დე­კემ­ბერ­ში უკვე გა­ემ­გზავ­რა, მე­ო­რე ჯგუ­ფი კი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გეგ­მავს წას­ვლას.

“იცით, რომ ცირ­კუ­ლა­რუ­ლი მიგ­რა­ცი­ის და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მა გერ­მა­ნი­ას­თან უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­სუ­ლი წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, გერ­მა­ნი­ა­ში სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს 1500-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე და­საქმდა. გერ­მა­ნი­ის და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტო და სა­ქარ­თვე­ლოს და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტო ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას, რათა გერ­მა­ნი­ის მხრი­დან კი­დევ უფრო მეტი ვა­კან­სია იყოს მო­წო­დე­ბუ­ლი და კი­დევ უფრო მეტ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს მი­ე­ცეს გერ­მა­ნი­ა­ში სე­ზო­ნუ­რად და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ქვეყ­ნებს, საფ­რან­გეთ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბით, თუმ­ცა, გერ­მა­ნი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩარ­თუ­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის არ არის, ეს არის საფ­რან­გე­თის მხა­რის მიერ სა­მუ­შაო ვი­ზის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით გა­ცე­მის მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც ბოლო ოთხი წე­ლია მოქ­მე­დებს. საფ­რან­გე­თი სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს სა­მუ­შაო ვი­ზას მარ­ტი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვით უფორ­მებს.

ის­რა­ელ­თა­ნაც გავ­მარ­თეთ ანა­ლო­გი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მი, ამ შემ­თხვე­ვა­შიც, რო­გორც ჩვე­ნი, ასე­ვე ის­რა­ე­ლის მხრი­დან სა­ხელ­მწი­ფო და­საქ­მე­ბის სტრუქ­ტუ­რე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. დე­კემ­ბერ­ში ის­რა­ელ­ში პირ­ვე­ლი 17 მო­ქა­ლა­ქე უკვე წა­ვი­და. გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას იმის­თვის, რომ ის­რა­ელ­ში წას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უფრო მეტს მი­ე­ცეს. აქაც და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვართ ის­რა­ე­ლი­დან მო­წო­დე­ბულ ვა­კან­სი­ებ­ზე, თუმ­ცა პირ­ვე­ლი ყი­ნუ­ლი გალღვა და დე­კემ­ბერ­ში 1-ელი ჯგუ­ფი წა­ვი­და. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, მე­ო­რე ჯგუ­ფიც ემ­ზა­დე­ბა ის­რა­ელ­ში და­საქ­მე­ბის­თვის. მე­ო­რე ჯგუ­ფის ფარ­გლებ­ში, 12 ადა­მი­ა­ნი მზა­დაა, თუმ­ცა ესეც გა­ნახ­ლე­ბა­დი პრო­ცე­სია და ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლე­ბა სუ­რა­თი,“ – გა­ნა­ცხა­და ბარ­კა­ლა­ი­ამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved