ისრაელის თავდაცვის ძალებმა („ცაჰალმა“) ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას ისრაელური მედია ისრაელის თავდაცვის მინისტრზე, ისრაელ კაცზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ისრაელის დასახლებების მიმართულებით პირდაპირი ცეცხლის წარმოების გაუვნებელყოფის მიზნით პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მე უფლება მივეცით „ცაჰალს“ ლიბანში შევიდეს და დაიკავოს სიმაღლეები და დაიცვას საზღვრისპირა დასახლებები“, – ციტირებს მედია კაცს.
მისი თქმით, „ცაჰალი“ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას აგრძელებს.
„ეს ტერორისტული ორგანიზაცია იხდის და გადაიხდის დიდ ფასს ისრაელზე თავდასხმის გამო“, – დასძინა კაცმა.














კომენტარები