ისრაელის ოფიციალურმა პირებმა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთზე დანებება ურჩია, უარყო, – ამის შესახებ BBC იუწყება.
„ბენეტს არავითარ შემთხვევაში არ უთქვამს ზელენსკიზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს და არც აქვს რაიმე განზრახვა“, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.
მოგვიანებით, აღნიშნული ფაქტი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმაც უარყო.
„სინამდვილეში, ისრაელი გვთავაზობს, რომ რუსეთმა უფრო ადეკვატურად შეაფასოს მოვლენები“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.














კომენტარები