ისრაელი თავის მოქალაქეებს თურქეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეროვნული უშიშრობის საბჭო მოსახლეობას თურქეთსა და მაროკოში მოგზაურობის შესახებ აფრთხილებს. უწყება თვლის, რომ ისრაელელი მოგზაურები, შესაძლია, “ისრაელ-ღაზას ომის დროს გაბრაზებული ადამიანების სამიზნე გახდნენ”.
უშიშროების საბჭომ თურქეთში საფრთხის დონე 4-მდე გაზარდა და მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. მაროკოსთვის კი საფრთხის დონე 2-მდე გაიზარდა – ისრაელელ ტურისტებს “განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ” მოუწოდეს.
კომენტარები