ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში “არააუცილებელი” მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
სააგენტომ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის შეფასება განაახლა და მათ უსაფრთხოების მე-3 დონე მიანიჭა.
სააგენტოს განცხადებებში წერია, რომ აშშ-ისრაელის მიმდინარე ოპერაციის ფონზე რეგიონში ირანის მხრიდან ისრაელელი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედების რისკი მაღალია.
განცხადებების მიხედვით, აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების ფონზე “ირანის უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან მსოფლიოს გარშემო ისრაელელი და ებრაელი სამიზნეების მიმართ” საფრთხე გამწვავებულია და “რეგიონის ქვეყნებსა და ირანის გარშემო ირანის მხრიდან კინეტიკური იერიშები მიმდინარეობს და, განსაკუთრებით ამ ტერიტორიებზე, ისრაელელი სამიზნეების დაზიანებასთან დაკავშირებით მზარდი შიშები არსებობს”. (ტაბულა)














კომენტარები