• რეკლამა
  • კონტაქტი
08:18, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა

ალია ავტორი - ალია
10:36 10-07-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა – 2023 წლის 7 ოქტომბერს, ჰამასის მებრძოლებმა ისრაელის სამხრეთში სასაზღვრო ბარიერების გადალახვა შეძლეს და ებრაულ დასახლებებში შეაღწიეს, პარალელურად კი, ისრაელის მიმართულებით, 5 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

მაშინ პალესტინელმა ტერორისტებმა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 200-მდე კი მძევლად აიყვანეს.

ისინი განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ რეიმთან ახლოს გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე მყოფ ადამიანებს, სადაც, სულ მცირე 260 ისრაელელი და უცხოელი დაიღუპა, ბევრი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ამის შემდეგ, ისრაელმა უსაფრთხოების ძალები მოაბილიზა და ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რის შედეგადაც, თავდაცვის ძალების ცნობით, ჰამასის 1500-მდე ტერორისტი დაიღუპა. დაიწყო ღაზას სექტორის საარტილერიო და საავიაციო დაბომბვაც. ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათი საბოლოო მიზანი ჰამასის საბოლოო განადგურება იყო.

მოგვიანებით, ჰამასს “სოლიდარობა” გამოუცხადა ლიბანურმა, შიიტურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ – ჰეზბოლამ.

ისრაელსა და ჰამასს შორის საომარი მოქმედებები დღემდე გრძელდება.

2024 წლის 31 ივლისს ჰამასმა გამოაცხადა, რომ ისრაელმა მათი პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე თეირანში მოკლა. ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი თავის მოვალეობად მიიჩნევს შური იძიოს “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო, რადგან ის ირანის მიწაზე მოკლეს.

“თქვენ მოკალით ჩვენი ძვირფასი სტუმარი ჩვენს სახლში და ახლა გზა გაუხსენით მკაცრ სასჯელს”, – თქვა მან, რა დროსაც მხედველობაში ისრაელი ჰქონდა. ირანის ახალმა პრეზიდენტმა პატივი მიაგო ისმაილ ჰანიეს ხსოვნას და მას “პალესტინის წინააღმდეგობის მამაცი ლიდერი” უწოდა.

ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ, ირანმა ისრაელზე დარტყმის ბრძანება გასცა
28 სექტემბერს კი ისრაელმა გამოაცხადა, რომ ლიკვიდირებული იყო “ჰეზბოლას” მეთაური, ჰასან ნასრალა.

ამის შემდეგ, “ჰეზბოლამ” ორგანიზაციის ახალ გენერალურ მდივნად მისი ბიძაშვილი, ჰაშემ საფი ად-დინი აირჩია.

6 ოქტომბერს, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყანა 7 ფრონტზე იბრძვის და ყველა მათგანის უკან ირანი დგას.

“დღეს ისრაელი ცივილიზაციის მტრებისგან 7 ფრონტზე იცავს თავს, მათ შორისაა ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰეზბოლა” ჩრდილოეთში, “ჰამასი” ღაზაში, “ჰუსიტები” იემენში, ტერორისტები დასავლეთ სანაპიროზე და შიიტური დაჯგუფება ერაყსა და სირიაში. რაც მთავარია, ჩვენ ვიბრძვით ირანის წინააღმდეგ, რომელმაც გასულ კვირას 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა პირდაპირ ისრაელისკენ და რომელიც დგას ისრაელის წინააღმდეგ არსებული ყველა ომის უკან. ყველაფრის მიუხედავად, დარწმუნებული იყავით, ისრაელი იბრძოლებს მანამ სანამ არ გაიმარჯვებს,” – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, “ჰამასის” ისრაელზე თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ ისრაელი შესაძლო ტერორისტული აქტების გამო მზადყოფნაშია.

“ისრაელის თავდაცვის ძალები სრულ მზადყოფნაში არიან 7 ოქტომბრისთვის, რაც უკავშირდება “ჰამასის” მიერ ისრაელზე თავდასხმის ერთი წლისთავს. ჩვენ მზად ვართ ჩვენი გაძლიერებული ჯარით იქიდან გამომდინარე, რომ სავარაუდოდ ამ თარიღისთვის განხორციელდება ტერორისტული თავდასხმების მცდელობა,” – ამბობს ჰაგარი.

ფოტო: რადიო თავისუფლება – 2023 წლის 7 ოქტომბერი – პალესტინელები არღვევენ საზღვარს და იჭრებიან ისრაელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved