საქართველოში არსებულ სიტუაციას ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი რომელიც წერს, რომ მეცნიერების, აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ დაშინების ატებმა სრულიად ახალ დონეს მიაღწია. ის სოციალურ ქსელ X-ზე აზიარებს ლევან ცუცქირიძის, “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის” აღმასრულებელი დირექტორის პოსტს, რომლის ოფისიც დღეს სიძულვილის კამპანიის სამიზნე გახდა და წერს:
“ისინი არა მხოლოდ ამაზრზენი და არაჰუმანურია, არამედ სახიფათოც, რადგან საჯაროდ მოუწოდებს ინდივიდებზე ძალადობისკენ”
კომენტარები