სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე:
„ბოლო რამდენიმე ცხელი თემის შესახებ ორ-ორი სიტყვით. სათითაო თემას შეიძლება ვრცელი ანალიზი მიეძღვნას, მაგრამ არაა ამდენი დრო.





ტიმოშენკოს შესახებ ყველაფრის დეტალურად გახსენება დიდ დროს წაიღებს. ამიტომ მხოლოდ ერთ ისტორიას შევახსენებ უთავმოყვარეო სუბიექტებს. ისეთი ისტორიაა, არანაციონალებიც შეურაცხყოფად ჩათვლიან.
აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ, 2009 წელს, მაშინ როცა სააკაშვილი უკრაინაში ვიზიტით იყო და კიევში იუშჩენკოსთან ჰქონდა შეხვედრა, ზუსტად იმავე დღეს უკრაინულ ყირიმში, ლივადიის სასახლეში ერთმანეთს ხვდებოდნენ პუტინი და იულია ტიმოშენკო.
იმასაც შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, როცა რადამ საგამოძიებო კომისია შექმნა ჩვენთვის იარაღის მოყიდვის გამო, ასევე როცა ჩავარდა ჩვენი მხარდამჭერი რეზოლუციები, ტიმოშენკოს პარტია “ბაწკივშინა” ჩვენს მიმართ მეგობრობით არ გამოირჩეოდა.
დავუბრუნდეთ ლივადიის სასახლეს. ჟურნალისტმა პუტინს ჰკითხა იცოდა თუ არა სააკაშვილ-იუშჩენკოს შეხვედრის შესახებ და რას ურჩევდით პრეზიდენტებსო.
პუტინმა ღიად დასცინა ორივე პრეზიდენტს. ორ პრეზიდენტს ყოველთვის აქვთ სალაპარაკოო. ალბათ გაიხსენებენ რაც ერთად წააგესო (უხეშად თქვა – продули). კიდევ ერთს ვურჩევ, თუ ვახშამზე წავლენ, უჰალსტუხოდ წავიდნენ, ჰალსტუხს ახლა დიდი ფასი ადევს. სააკაშვილს არ შემოეჭამოს იუშჩენკოს ჰალსტუხიო.
ტიმოშენკო იღიმოდა და როცა პუტინმა დაასრულა, სიცილით დაამატა: “ერთი შემიძლია ვთქვა, ჩვენ ნაღდად უჰალსტუხოდ ვივახშმებთო”.
შემდგომში ტიმოშენკო იუარებს, მასე არ მითქვამსო. თუმცა, ზუსტად ის თქვა და ისე მოიქცა, რაც დავწერე. ვიდეოს კომენტარებში დავდებ.
იმ სიღრმეში აღარ შევალ, უკრაინისთვის რამდენად კაბალურ და პუტინისთვუს სასარგებლო გაზის კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც მთელი 10 წელი პრობლემას უქმნიდა უკრაინის ეკონომიკას. შემდგომში იუშჩენკო იტყვის, რომ ტიმოშენკომ პუტინთან მოლაპარაკებებისას პრეზიდენტის დირექტივები არ შეასრულაო.
რატომ მოაწერა ხელი პუტინთან ერთი ერთზე რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ვრცელი თემაა. ფაქტია, რომ ამ კონტრაქტის გამო იულია დააპატიმრეს. ციხეში მან დაიწყო შიმშილი, მოთხოვნები საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით და ა.შ. ერთი ერთში, როგორც სააკაშვილი იქცევა. ეტყობა ერთ დროს მისი საყვარელი იულიასგან ისწავლა.
ჰოდა, ტიმოშენკოს იმ შეურაცხყოფის შემდეგ, რაც ზემოთ დავწერე, ვგულისხმობ სააკაშვილის დაცინვას ჰალსტუხთან დაკავშირებით, ტიმოშენკოს დასაცავად რომ დაირაზმეთ, სასაცილოა.
სააკაშვილის წინააღმდეგი შეიძლება იყო, მაგრამ ეს ჩვენი შიდა საქმეა, მაგრამ როცა შენი ქვეყნის პირველ პირს რუსეთის და უკრაინის მაშინდელი პრემიერები ბრიფინგზე ღიად და უხეშად დასცინიან, წესით შეურაცხყოფად უნდა აღიქვათ, განსაკუთრებით სააკაშვილის ფან-კლუბის წევრებმა.

მაგრამ ნუ უტრირებთ, ოპოზიციას მოგმართავთ. ისეთი რიტორიკაა ამ თვეების მანძილზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილის 3 მილიარდს ეჯიბრებით. კარგია, სიკეთეში შეეჯიბრეთ. საერთოდ ვინ აყენებს ეჭვის ქვეშ ამერიკის დახმარებას?! მაგრამ როცა მიმდინარე ყოველწლიურ დახმარებებზეა საუბარი, უარყოფთ, რომ ამ თანხების 80% ენჯეოებზე მოდის?
ორი პრეტენზიაა. პირველი. თუ ენჯეოების დახმარება ითვლება საქართველოს, ანუ მოსახლეობის დახმარებად, კეთილი ინებონ და ენჯეოებმა ხარჯები გამჭვირვალე გახადონ და ნუ პასუხობენ საზოგადოებას თქვენთან არ ვართ ანგარიშვალდებულებიო. მეორე. აშშ-ს მიერ ბევრი სასარგებლო პროექტი ფინანსდება, მაგალითად სოფლის მეურნეობაში, თვითმმართველობაში, სხვა მიმართულებებით, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეკა გიგაურების დაფინანსება საქართველოს მოსახლეობის და საზოგადოების დახმარებაა და რაიმე სარგებელი მოაქვს, დაპირისპირების და გაღიზიანების გარდა. ეს ენჯეოები მაცმოძრაობის მიერ გამოიყენება შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში. კარგი იქნება თუ ეს თანაფარდობა და.მიდგომა გამოსწორდება.“
კომენტარები