• რეკლამა
  • კონტაქტი
02:07, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

„ისეთ შეზღუდვებს დაუწესებენ აუცრელ ადამიანებს, რომ აიძულებენ, აიცრან“

ალია ავტორი - ალია
20:37 03-30-2021
- მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

„ალიას“ ესაუბრება იურისტი ვალერი გელბახიანი.

– მთავრობასთან არსებული კორონა ეპიდემიასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, თენგიზ ცერცვაძემ  განაცხადა, არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო იყოსო. ეს რამდენად ნორმალურია? რატომ უნდა დააძლო ადამიანს აიცრას?

– საყოველთაო ვაქცინაცია უნდა იყოსო, რომ ამბობენ, სად არის ვაქცინა?! 2 მილიონი კაცი უნდა აიცრას და ამათ 29 000 აქვთ ჯერ შემოტანილი. ვერ ყიდულობენ ვაქცინას, ფული არ აქვთ. ჯერ შემოიტანონ სხვა და სხვა ვაქცინა და ხალხს რომელიც ენდომება, იმას გაიკეთებენ. ვისაც არ ენდომება, არ უნდა გაიკეთოს, თუმცა, რამდენიმე ქვეყანა ამზადებს კანონს, თუ აცრილი არ იქნება, არ შეუშვებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საკუთარ ქვეყანაში.

– ეს ხომ უკვე იძულებაა.

– კი, კანონით ავალდებულებენ.

– რატომ უნდა დამაძალონ აცრა? არ მინდა და არ ვიცრები. ჩვენს რამდენ კანონს და საერთაშორისო კონვენციას ეწინააღმდეგება სავალდებულო აცრა? იურისტი ხართ და თქვენ უკეთ გეცოდინებათ.

– თურქეთმა ასე დაასაბუთა ეს სავალდებულო აცრა. იმისთვის, რომ გადარჩეს სხვისი სიცოცხლე, შენ ვალდებული ხარ კანონით, რომ აიცრა. შენ იცრები და საკუთარ და სხვის სიცოცხლესაც აზღვევ.  გერმანია ამზადებს ახლა მკაცრ კანონებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით და თუ სავალდებულო არ გახადეს, ბევრიც არ დააკლდება. ისეთ შეზღუდვებს დაუწესებენ აუცრელ ადამიანებს, რომ აიძულებენ, აიცრან.

– გერმანია, თურქეთი, ისრაელი და სხვა ქვეყნები, სადაც არაპირდაპირ, მაგრამ მაინც სავალდებულოა აცრა, საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნავენ და მათ საცდელად და საექსპერიმენტოდ არ გამოიყნებენ. ჩვენს ხელისუფლებას არ ენდობა ხალხი. რომელ ხელისუფლებას ვენდო? ამათ? ერთი მიზეზიც არ მაქვს, ვიფიქრო, რომ ჩემზე ზრუნავენ.

– კი, მეც არ ვენდობი. შესაძლოა, ვაქცინის მაგივრად წყალი გამიკეთონ.

– წყალს რა უშავს და ახლა ანტივაქსერები იმაზე ლაპარაკობენ, რომ შესაძლოა, სრულიად ახალი, ექსპერიმენტული ვაქცინა შემოიტანონ, რომელიც არც ერთ ქვეყანაში არ იქნება გამოყენებული, პირველად საქართველოში გამოიცდება და მართლა საექსპერიმენტო ბაჭიები ვიქნებითო.

– ამ ხელისუფლებას არავინ ენდობა, ამათგან არაფერი უკეთური არ გამიკვირდება, რადგან შესაძლოა, მართლა სიკვდილის პირისპირ დაგაყენონ. ამათ ისე გაიხადეს საქმე, საუკეთესო ვაქცინა რომ შემოიტანონ, რომელიც 100 პროცენტით დაგიცავს ვირუსისგან და არანაირი გვერდითი მოვლენა არ ექნება, ხალხის დიდი ნაწილი მაინც არ დაიჯერებს ამას და არ აიცრება. იმდენი ატყუეს ხალხი, სიმართლეც რომ უთხრან, არ დაუჯერებენ.

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved