• რეკლამა
  • კონტაქტი
00:02, შაბათი, 15 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ისეთ რეგვენსაც კი, როგორიც ღარიბაშვილია, შეუძლებელია არ ესმოდეს, რა ზიანს აყენებს მისი გამონათქვამი ივანიშვილის რეჟიმს – ზურაბ ჭიაბერაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:25 10-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

რეგვენსაც კი შეუძლებელია არ ესმოდეს ის ზიანი, რასაც მისი ეს კონკრეტული გამონათქვამი აყენებს ივანიშილის რეჟიმს – ასე ეხმაურება პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ “ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს”.

როგორც ჭიაბერაშილი Facebook-ზე წერს, “ქართული ოცნება” მთლიანად დაილექა იმ ჭუჭყზე, რაც ყოველთვის იყო და რის შეფუთვასაც მოქალაქეების გულუბრყვილობის ხარჯზე ახერხებდა”.

“ისეთ რეგვენსაც კი, როგორიც ღარიბაშვილია, შეუძლებელია არ ესმოდეს ის ზიანი, რასაც მისი ეს კონკრეტული გამონათქვამი (არც გავიმეორებ) აყენებს ივანიშვილის რეჟიმს ქვეყნის შიგნით მოქალაქეების უდიდეს ნაწილში (არა მხოლოდ სააკაშვილის მომხრეებში) და ქვეყნის გარეთ, ცივილიზებულ სამყაროში ზოგადად და, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოში.

აბა, რატომ ამბობს? – იკითხავთ თქვენ.

ის, რომ ხელისუფლებაში მოხვედრილ ამ მანიაკებს არანაირი მორალური წითელი ხაზები არ აქვთ, ვიცით. პრაგმატულად რაში უნდა აწყობდეთ, ამაშია კითხვის არსი.

პასუხი მარტივია: სხვაგვარად აღარც შეუძლიათ.

მთლიანად დაილექნენ იმ ჭუჭყზე, რაც ყოველთვის იყვნენ და რის შეფუთვასაც ჩვენი მოქალაქეების გულუბრყვილობის ხარჯზე (“ამას როგორ იზამენ?!”) აქამდე ჯერ კიდევ ახერხებდნენ”, – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved