• რეკლამა
  • კონტაქტი
01:36, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ისაკო დევიძესთან, რომელიც შიმშილობს, ომბუდსმენი არ შედის – დეტალები

ალია ავტორი - ალია
17:31 11-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

19 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე პროცესებში საქართველოს სახალხო დამცველის ჩართვას ითხოვს – ახალგაზრდა, რომელიც მშრალ შიმშილზე გადავიდა, ლევან იოსელიანს მოუწოდებს, მისი საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს და საპატიმროში მოინახულოს.

მიუხედავად დაჟინებული მოთხოვნისა, ლევან იოსელიანი ისაკო დევიძესთან საპატიმროში ამ დრომდე არ შედის. არადა, როგორც მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, ახალგაზრდა 48 საათზე მეტია, რაც არც საკვებს და არც წყალს იღებს, რის გამოც შესაძლოა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წამებში გაუარესდეს.

“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ძალიან მალე გაუარესდეს, რადგან მოგეხსენებათ, მშრალ შიმშილზეა და მშრალი შიმშილი ნიშნავს, რომ ის წყალსაც არ იღებს. როდესაც ადამიანი რამდენიმე დღის შემდეგ წყალს არ იღებს, მას შეიძლება მძიმე შედეგი დაუდგეს. ისაკო უკვე 48 საათზე მეტია, რაც დაკავებულია და მას არ მიუღია არც წყალი და არც საჭმელი. ისაკომ გუშინ მოითხოვა სახალხო დამცველის შემოსვლა, მაგრამ ამ წუთამდე არ შემოსულა სახალხო დამცველი, არც აპარატის წარმომადგენელი. მე ვთხოვ სახალხო დამცველს, აღნიშნული საქმე აიღოს მისი დაკვირვების ქვეშ და დაუყოვნებლივ შემოვიდეს. ისაკო დევიძე, პირველ რიგში, არის უკანონო პატიმარი და მეორე მხრივ, ის შიმშილობას, არ სვამს წყალს და მას სჭირდება სხვადასხვამაგვარი დაკვირვებები. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ, სახალხო დამცველი სწრაფად შემოვიდეს და მოინახულოს ისაკო დევიძე”, – ამბობს ლაშა ტყეშელაძე. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე 8 დღით პატიმრობაში გაუშვა.

არჩევნების ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე გომელაურის უწყების თანამშრომლებმა სულ 16 დემონსტრანტი დააკავეს (დაკავებულთა შორისა ისაკო დევიძეა) – მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა სამი დაკავებულის საქმეზე 20 ნოემბერს იმსჯელეს:

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved