• რეკლამა
  • კონტაქტი
01:16, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ის სცენა რომ განახათ, დილის 5 საათზე, “გალერიდან” გამოსულმა, როგორ ვთხოვე ქეთის ცოლობა…“ – ნიკა ქავთარაძე

ალია ავტორი - ალია
03:32 08-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,185

შოუმენი ნიკა ქავთარაძე:

„რამდენიმე წლის წინ სრულიად შემეცვალა ადამიანთა შეფასების კრიტერიუმი რაღაც მიმართულებებში.
მაგალითად – “გოიმური სიმღერების” შესრულების ან ასეთ სიმღერებზე გართობის გამო ადამიანების დაცინვა და ლანძღვა სრულიად მიურებელი გახდა ჩემთვის.
ხუმრობას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.
რატომ?
იმიტომ, რომ თავად სიმღერა, როგორც გამოხატვის ფორმა ჩემთვის არ შეიცავს რამე ისეთ ბოროტებას, რომ კატეგორიული ვიყო შეფასებისას.
მღერის რა – ხო არავის ცემს, ხო არავის ერჩის.
თან მართლა ყველა სიმღერა შეიძლება რაღაც მომენტში გაგისწორდეს. და რომც არ გაგისწორდეს – სიმღარაა, ადამიანი ცდილობს, რომ ვინმე მაინც კარგ ხასიათზე დააყენოს.
დაახლოებით იგივე დამოკიდებულება მაქვს ფილოსოფიურად კეთილ აქტებზე, მიუხედავად მათი “გოიმობის” და “სვეტობისა”.
უამრავი პოსტი შემხვდა ხელის თხოვნის სცენებზე. ადამიანები, თან კარგი, გონიერი და ჭკვიანი ადამიანები, ძალიან გაბრაზებულები, გაცოფებულები აგინებენ ასეთ ვიდეოებს.
თავისთავად ნებისმიერი დადგული პათეტიკა ძალიან სასაცილოა, მაგრამ ასეთი ზიზღი და გადაფიჩინება ამ ვიდეოებზე უფრო გოიმობა მგონია მე
იღადავებდა ადამიანი. მაგარ მემეებს გააკეთებდა, პაროდიებსაც გადაიღებდა და დარწმუნებული ვარ, უამრავ ადამიანს გაუსწორდებოდა და გულიანად იცინებდა.
მარა როგორ ყალბათ და გოიმურადაც უნდა თხოვდეს ბიჭი გოგოს ხელს, როგორი უნიჭო სცენაც უნდა იყოს მოფიქრებული, როგორი ბანძი კადრებიც უნდა იყოს და როგორი “გოიმური” სიმღერაც უნდა ედოს – საიდან ასეთი სიბრაზე და ერთმანეთთან შეჯიბრება, ვინ უფრო მძაფრად დაა&ვამს თავზე?!
ის სცენა რომ განახათ, დილის 5 საათზე, “გალერიდან” გამოსულმა, როგორ ვთხოვე ქეთის ცოლობა და მერე სახლის გასაღების ბრელოკის რკალისგან იმ წამს გაკეთებული “კალიცო” როგოერ გავუკეთე თითზე, კაციშვილი არ დაიჯერებდით, რომ ეგ სცენა დადგმული არ იყო
ჭკუას კი არ გასწვლით და თქვენზე მეტი კი არ ვიცი ცხოვრებაში – არა! უბრალოდ, მინდა, რომ ნაკლები რამე გიშლიდეთ ნერვებს და არა იმის ხარჯზე, რომ ვინც არ მოგწონთ, ყველა ამოწყდეს“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved