• რეკლამა
  • კონტაქტი
02:43, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ის, რომ ნაცმოძრაობაში უკვე ბევრი ადამიანია, რომელიც „ოცნებაზე“ მუშაობს, ნაცმოს ლიდერებიც კი ადასტურებენ“

ალია ავტორი - ალია
16:07 11-15-2022
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
666

ანი დვალიშვილი

„ოცნების“ ლიდერებმა უკვე დაუფარავად თქვეს, რომ ნაკლებად აინტერესებთ, რას იზამს ევროკავშირი და მისცემს თუ არა კანდიდატის სტატუსს. უფრო ზუსტად, მმართველ გუნდში კარგად ხვდებიან, რომ სტატუსის მიღების შანსი მინიმალურია, მაგრამ არ ანაღვლებთ და იერიშზე არიან გადასულები. ახლა, „ოცნების“ ლიდერები მოსახლეობისთვის იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც მმართველ ძალას და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ, „ნაციონალების“ მხარეს არიან და თავის დროზე, ნაცებმა მათ პიარისთვის და ევროსტრუქტურებში ლობირებისთვის არაერთი მილიონი გადაუხადეს. მთავარი, რასაც „ოცნება“ იშველიებს, ის გახლავთ, რომ ოპოზიციას და მათ პარტნიორ ევროპელებს, საქართველოს ომში ჩართვა სურთ, მაგრამ საქმე იქეთკენ მიდის, რომ ომი შეიძლება დასრულდეს და ეს წონიანი არგუმენტი აღარ იმუშავებს.

სხვა მხრივ, განსაკთრებით რეგიონებში, მმართველ ძალას სრული სიმშვიდე და იდილია აქვს. მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა უკვე მიიღეს მითითება, რომ თანამშრომელთა ხელფასები 10%-ით გაზარდონ, ხოლო ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებს მოახმარონ. მინიმუმამდეა დაყვანილი ადმინისტრაციული ხარჯები, ანუ მომავალ წელს, კონცერტები და გასართობი ღონისძიებები შეზღუდული ოდენობით იქნება, სამაგიეროდ, ყველა მუნიციპალიტეტი ახალი სკვერებით, გარე-განათებებითა და შიდა გზებით მოიწონებს თავს. ჰო, აქცენტი სწორედ სოფლებზე და მათ კეთილმოწყობაზე კეთდება, მუნიციპალიტეტები სახელმწიფო პროგრამებით, ისედაც „შეალამაზეს“ და კორპუსების გარე ფასადების გაღებვის გარდა, გზებიც დახაზეს. კიდევ ერთი, გაუხმაურებელი მითითება, რაც მუნიციპალიტეტების მერებმა მიიღეს – პრაქტიკულად ყველა ა(ა)იპ-ს უნდა დაემატოს შტატი, სასურველია 2-3 შტატიც და ბიუჯეტში ფულიც ჩაიდოს, რათა ამ შტატზე დასაქმებულმა ხელფასი აიღოს… არაფერში, ანუ არ იაროს სამსახურში, მაგრამ იყოს გაფორმებული. სამაგიეროდ, ეს ადამიანები პარტიულ საქმეს გააკეთებენ და საუბარი მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით სამი ათას ადამიანზეა. ამ ადამიანებს დაევალებათ ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ოც-კაციანი სიების მოტანა და არჩევნებისთვის ამ ხალხის მობილიზაცია. ეს კი 60 ათას გარანტირებულ ხმას ნიშნავს და „ოცნებას“ ამისათვის ბიუჯეტის დახარჯვა აშკარად უღირს. ეს ხალხი აგიტატორ-კოორდინატორების სტატუსის გარეშე, დამოუკიდებლად იმოქმედებს და მმართველი გუნდის ყულაბაში ახალ ხმებს, ახალ სისხლს ჩააჩხრიალებს.

ხელისუფლება ელოდება, რომ დეკემბერში, კანდიდატის სტატუსზე უარის მიღების შემდეგ, ოპოზიცია კვლავ შეეცდება ქუჩაში ხალხის გამოყვანას. როცა ამ მიზეზით ქუჩაში მოსახლეობა პირველად გამოვიდა, მათმა ოდენობამ „ოცნების“ ლიდერები აშკარად დააფრთხო, თუმცა შემდეგ მათ მოახერხეს და დაამტკიცეს, რომ გულანთებული, რიგითი მოქალაქეების სათავისოდ გამოყენებას ოპოზიცია ცდილობდა და სტატუსის მხარდამჭერი აქციის ნაცვლად, „მიშა, მიშა“ რომ გაისმა, ხალხიც დაიშალა. ახლა სააკაშვილი ცდილობს ქართულ პოლიტიკაზე თვალი დახუჭოს, მაგრამ „ოცნების“ ლიდერები ყველაზე უარესისთვის ემზადებიან და გარდა იმისა, რომ წინა აქციის ორგანიზატორ-ლიდერებს, ანუ რიგით ადამიანებს, უკვე „მეგობრულად სთხოვეს“, რომ დეკემბერში ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ, მზად არის რამდენიმე ათეული კაცისგან შემდგარი ჯგუფი (მასში ქალებიც არიან), რომელიც საჭირო დროს, აქციაზე მიშას პლაკატებით მივა და მის გათავისუფლებას ხმის ჩახლეჩვამდე მოითხოვს. ის, რომ ნაციონალურ მოძრაობაში უკვე ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც „ოცნებაზე“ მუშაობს, ნაცმოს ლიდერებიც ადასტურებენ და იმასაც ამბობენ, ის მაინც მოვახერხოთ, რომ ამ ხალხმა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობს მიღება ვერ მოახერხოსო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved