• რეკლამა
  • კონტაქტი
16:46, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ის, რომ მელიას დაკავების გამო გადავდექი, სიცრუეა“ – გახარია

ალია ავტორი - ალია
19:29 05-31-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

„ამ გუნდის ნაწილი ვიყავი და ყველა შეცდომა ჩემი პასუხისმგებლობაც არის. თუ გგონიათ, რომ ახლა ვიღაცა მაიძულებს დღეს წარსულზე აქ ჭორაობა დავიწყო, რა თქმა უნდა, მე ამას არ გავაკეთებ“, – ამის შესახებ ექს პრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ მედიასთან შეხვედრაზე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ ჟურნალისტის იმ კითხვას უპასუხა, რომელიც მისი, როგორც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებებს ეხებოდა.

გახარიას თქმით, ის დამოუკიდებელი პრემიერი იყო და ის ვერ აღვიქვამდა საკუთარ თავს, როგორც არადამოუკიდებელი მთავრობის მეთაური.

„ამ გუნდის ნაწილი ვიყავი და ყველა შეცდომა ჩემი პასუხისმგებლობაც არის. თქვენ თუ გგონიათ, რომ ახლა ვიღაცა მაიძულებს, დღეს წარსულზე აქ ჭორაობა დავიწყო, რა თქმა უნდა, ამას არ გავაკეთებ. რასაც თქვენ ამბობთ, გამზომი ჩემი ხარისხის დამოუკიდებლობის, მე ამას ასე არ აღვიქვამ.

გულწრფელად გეუბნებით, პარტიის დაფუძნების პირველივე დღეს ვთქვით, „ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ“. ეს არ მითქვამს ტყუილად. ეს არის ის ფასეულობები, რაზე დაყრდობითაც ეს ნაბიჯი გადავდგი.

უაღრესად სასაცილო სიტუაცია იყო დღეს. ერთი მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იძახის „ვნახავო გახარია რას იტყვის ივანიშვილზეო და მერეო საშვს ან მივცემ პოლიტიკურ ველზე ან არაო“. დღეს გამოსულა კიდევ „ოცნების“ თავმჯდომარე და რაღაც განცხადება გაუკეთებია.

საერთოდ არ მაინტერესებს, არცერთს არ უჭირავს ქართველი ამომრჩევლის გასაღები გულთან. საერთოდ პოლიტიკურ ველზე ვინ იქნება, ვინც კანონს იცავს, არც ერთის თავმჯდომარეს ეკითხება და არც მეორეს. აი, ეს ორი ლექსიკა ძალიან ემსგავსება ერთმანეთს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე განცხადებით, როდესაც ის კედელს შეეჯახა, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„რა თქმა უნდა, ვიყავი დამოუკიდებელი. როდესაც მე ვიყავი პრემიერი, ისევე როგორც ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი ყველა ამ ინსტიტუტზე ვიყავი პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, ვაღიარებ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი იყო გუნდური. სანამ ამ გუნდური გადაწყვეტილების მიღების პროცესში შემეძლო მეთამაშა პოზიტიური როლი, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში კომპრომისის ხარჯზე ამას ვაკეთებდი. როგორც კი დავეჯახე კედელს, მივხვდი, რომ პოზიტიური როლის შესრულების შესაძლებლობა არ მაქვს, რა თქმა უნდა, მე გადავდექი. ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. რაც უფრო მეტი დრო გადის, ამაში ვრწმუნდები, მაგრამ მელიას დაკავება აქ არაფერ შუაში არ არის. ვერსიის გავრცელება, რომ გახარია გადადგა მელიას დაკავების გამო, ეს არის სიცრუე,“ – განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება ივანიშვილს, გახარიას თქმით, ის ივანიშვილს დღეს არც აქებს და არც აძაგებს.

„მას არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ. ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ჩვენი ქვეყნის მომავალზე როდესაც იქნება საუბარი, რაიმე კომპლექსი ან შეზღუდვა მექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო,“ – დასძინა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved