• რეკლამა
  • კონტაქტი
21:52, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ის, რაც ოლიმპიადის გახსნაზე ვიხილეთ, ცალსახად მიუთითებს ე.წ. განვითარებული სამყაროს დღემდე არნახულ დეგრადირებაზე, დექრისტიანიზაცია – დეკანოზი ანდრია

ალია ავტორი - ალია
11:25 07-28-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,018

დეკანოზი ანდრია კემულარია პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალს ეხმაურება:

“ის, რაც ოლიმპიადის გახსნაზე ვიხილეთ, ცალსახად მიუთითებს ე.წ. განვითარებული სამყაროს დღემდე არნახულ დეგრადირებაზე. დექრისტიანიზაცია, როგორც ჩანს, იქცა მიზნად ძლიერთა ამასოფლისა. გასაკვირი არცაა ‒ გაერთიანებული კაცობრიობა, რას შექმნასაც მიზნად ისახავს გლობალიზმი და რაც არის წინაპირობა ანტიქრისტეს მოსვლისა, აუცილებლად გულისხმობს რელიგიურ განსხვავებათა მოსპობას. ამისთვის კი აუცილებელია ზნეობის ცნების მოშლა. ახალი ამაში არაფერია და დიდად მოულოდნელიც არაფერი მომხდარა. საგულისხმო და გულსატკენი სხვა რამ არის.
ათ ათასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს ოლიმპიადაში. უმეტესობა იმ ქვეყნებიდან არის, სადაც ქრისტეანობა საუკუნეების მანძილზე განსაზღვრავდა ღირებულებებს. 500-ზე მეტი სპორტსმენი რომელიმე გაუკუღმართების მიმდევარია, მაგრამ დანარჩენი ათასებიდან არავის ჰქონია მცდელობა გამოეთქვა პროტესტი (იქნებ მე ვერ ვნახე). განსაკუთრებით გულსატკენია მართლმადიდებელთა პოზიცია, როცა ხედავ, როგორ დასცინიან საღმრთო ისტორიას, თავს გახვევენ სქესობრივი და მენტალური გაუკუღმართების იდეოლოგიას და ხმას არ იღებ ‒ აქაოდა, ეს სპორტია, რა შუაშია რელიგია და მორალიო. „რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა“ (მთ.10:33) ‒ ბრძანებს მაცხოვარი. უარყოფა არ არის მხოლოდ ქრისტეს პიროვნების უარყოფა, არამედ ყველაფრისა, რაც გვიქადაგა და რასაც შეეწირა მაცხოვარი; უარყოფა იმ ღირებულებისა, რომლებიც უფლის სიტყვაზე დაფუძნებით ჩამოაყალიბა კაცთა მოდგმამ. „ჟამი არს დუმილისაჲ და ჟამი სიტყჳსაჲ“ (ეკლ.3:7) ‒ გვამცნებს ეკლესიასტეს წიგნი ძველი აღთქმიდან. როცა უნებლიედ იქცევი ბოროტისეული შაბაშის მონაწილედ, ნამდვილად არის „ჟამი სიტყვისაჲ“, რათა არ შეირაცხო თანამონაწილედ.

ზოგადად, ცბიერი მიდგომა ჩამოყალიბდა თანამედროვე ადამიანში, თითქოს თეატრი და კინო, მუსიკა და მხატვრობა, მეცნიერება, სპორტი და ზოგადად, ადამიანის მოღვაწეობის მრავალი სფერო განყოფილია მორალისაგან, მრწამსისაგან. არ არის ასე! ადამიანი ავლენს თავს ისეთად, როგორიც არის შინაგანად და როცა არ იღებს ხმას უკეთურების სამხილებელად, როცა თავს უფლებას აძლევს იყოს მონაწილე, თავის ნამდვილ არსს წარმოაჩენს.

თავმოკვეთილი მარია-ანტუანეტა ‒ საფრანგეთი ბოლო დედოფალი, რომელიც იმსხვერპლა რევოლუციამ, სისხლის შხეფები, საიდუმლო სერობის პაროდია, აპოკალიფსური მხედარი, ცისფრად შეღებიული გაშიშვლებული მამაკაცი, წვერებიანი „დედაკაცი“ ‒ ნუთუ ეს არის ის საუკეთესო, რისი წარმოჩენა გადაწყვიტა საფრანგეთმა მსოფლიოს წინაშე?! რა თქმა უნდა, არიან ღირსეული ფრანგებიც, რომელთაც აღიმაღლს ხმა ამ საზიზღრობის წინააღმდეგ.

გასახარი კი ის არის, რომ ამ უკეთურობის მიმართ პროტესტი გამოხატეს მსოფლიოში ცნობილმა ადამიანებმა, რომელთაც ვერანაირად ვერ დავწამებთ ქრისტეანობას. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არაა მსოფლიო მზად ანტიქრისტეს მისაღებად.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved