• რეკლამა
  • კონტაქტი
06:14, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ის, რაც მეუფე ნიკოლოზმა იკადრა, არ ჯდება არც ეკლესიურ, არც ადამიანურ და არც მორალურ ეთიკაში – გურამ მაჭარაშვილი

ალია ავტორი - ალია
11:40 08-30-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
403

გუშინ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტი განცხადება გააკეთა, როდესაც გააქილიკა ჩვენი გუნდის ინიციატივა კონსტიტუციაში ეკლესიის როლის გაძლიერებისა და მისი დაცვის შესახებ. მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნულ საკითხს წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის გულის მოსაგები შეთავაზება უწოდა და თემაზე უარყოფით კონტექსტში ისაუბრა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, მეუფე ნიკოლოზის აგდებული დამოკიდებულება ქვეყნისა და ეკლესიისათვის მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რადიკალურმა ოპოზიციამ მაშინვე აიტაცა და თემაზე ქილიკი განაგრძეს.

მაჭარაშვილი გულდასაწყვეტს უწოდებს მაღალი იერარქიის პირის მიერ ეკლესიის როლის გაძლიერების დაცინვას და აღნიშნავს, რომ ის, რაც მეუფე ნიკოლოზმა იკადრა, არ ჯდება არც ეკლესიურ, არც ადამიანურ და არც მორალურ ეთიკაში.

“გუშინ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტი განცხადება გააკეთა, როდესაც გააქილიკა ჩვენი გუნდის ინიციატივა კონსტიტუციაში ეკლესიის როლის გაძლიერებისა და მისი დაცვის შესახებ. მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნულ საკითხს წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის გულის მოსაგები შეთავაზება უწოდა და თემაზე უარყოფით კონტექსტში ისაუბრა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მხრიდან ეს ჰგავდა ერთგვარ მესიჯს, რომელიც მან რადიკალურ ოპოზიციას გაუგზავნა და ასეც მოხდა – ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხისადმი მეუფის აგდებული დამოკიდებულება მყისვე აიტაცეს ნაცმოძრაობის წევრებმა და კიდევ უფრო განავრცეს ქილიკი თემაზე.
ის, რაც მეუფე ნიკოლოზმა იკადრა, არ ჯდება არც ეკლესიურ, არც ადამიანურ და არც მორალურ ეთიკაში. გულდასაწყვეტია, რომ ეკლესიის როლის გაძლიერებას დასცინის მაღალი სასულიერო იერარქიის პირი, რომელიც პირიქით, ყველაფერს უნდა აკეთებდეს დედა ეკლესიის გასაძლიერებლად. დიახ, ჩვენი ეკლესიის გაძლიერება და მისი დაცვა კონსტიტუციის დონეზე სწორედ ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაა და ამას სწორედ ამომრჩევლის გულის მოსაგებად ვაკეთებთ.

დიახ, ამომრჩეველს ვესაუბრებით და ვაძლევთ პირობას, რომ დავიცავთ და გავაძლიერებთ ჩვენს რწმენას. ამაში გასაკვირი არაფერია. უცნაურია, რა სიახლე და ნეგატივი აღმოაჩინა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ამ ამბავში?! ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ ეკლესია იმ რადიკალური ძალებისგან, ვინც გუშინ აიტაცა მეუფე ნიკოლოზის ირონიული სიტყვა და ვინც წლების განმავლობაში ანგრევდა და თავს ესხმოდა ქართულ ეკლესიას. ამისათვის კი პატრიოტ, ქვეყნის მოყვარულ ქართველებს ვთხოვთ მხარდაჭერას. საქართველოსადმი მტრულად განწყობილმა ძალებმა კარგად იციან, რომ ეკლესიას აქვს უდიდესი როლი და გავლენა საზოგადოებაზე, რაც მათ ძალიან აღიზიანებთ და გამუდმებით ცდილობენ დედა ეკლესიის დისკრედიტაციას.

ჩვენი მიზანი კი კონსტიტუციაში სწორედ ამ ეკლესიის როლისა და გავლენის შესაბამისობაში მოყვანაა. მარტივი ჭეშმარიტებაა – ეკლესიის გაძლიერება მხოლოდ იმ ძალებს არ აწყობთ, რომელიც ებრძვის ჩვენს რწმენას და ყველაფერს ქართულს! დიახ, ასევე წინასაარჩევნო დაპირებაა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის გასამართლება და მათი პოლიტიკიდან ჩამოშორება.

დიახ, ასევე წინასაარჩევნო დაპირებაა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. ჩვენ პირობას ვაძლევთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ ყველა გზით და ხერხით დავიცავთ მომავალ თაობას გარყვნილების აგრესიული პროპაგანდისგან.

დიახ, ჩვენი გუნდის დაპირებაა მზადება ქვეყნის გასაერთიანებლად. ჩვენ ვუხსნით ჩვენს ამომრჩეველს, რომ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ისეთი საკონსტიტუციო მოდელის მისაღებად, რომელიც საჭირო მომენტის შემთხვევაში, სრულად მოერგება ქვეყნის გამთლიანებისათვის აუცილებელ პირობებს. განსაკუთრებით მეუფე ნიკოლოზის გასაგებად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ყველა წინასაარჩევნო დაპირება არის სიმართლესა და ქვეყნის გამოწვევებზე დაფუძნებული, რასაც აუცილებლად შევასრულებთ. არაფერია ცუდი და საქილიკო იმაში, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს არჩევნების წინ კონკრეტული საკითხების გადაჭრას სთავაზობს.” – წერს გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved