• რეკლამა
  • კონტაქტი
03:14, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ის რაც გვაკადრა უკრაინის რადას თავმჯდომარემ – ქუჩის ხულიგანისა და უზრდელი „ოროსანის“ დონე იყო!!!”-დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:20 03-12-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
222

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავის უკრაინელ კოლეგას ყველა ჩვენგანის სახელით საკადრისი პასუხი გასცა – აკადემიურ სტილში, სახელმწიფოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის მოხელეს პოზიციებიდან. ის კი, რაც გვაკადრა უკრაინის რადას თავმჯდომარემ – ქუჩის ხულიგანისა და უზრდელი „ოროსანის“ დონე იყო, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი შალვა პაპუაშვილის მიმართვას უკრაინის რადას თავმჯდომარისადმი.

როგორც ქართველიშვილი წერს, მიმართვაში შალვა პაპუაშვილმა გულდაწყვეტილობას გაუსვა ხაზი.

„დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავის უკრაინელ კოლეგას ყველა ჩვენგანის სახელით საკადრისი პასუხი გასცა – აკადემიურ სტილში, სახელმწიფოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის მოხელეს პოზიციებიდან. ის კი, რაც გვაკადრა უკრაინის რადას თავმჯდომარემ – ქუჩის ხულიგანისა და უზრდელი „ოროსანის“ დონე იყო. რა გაეწყობა, ესეც ხალხის ნებაა – ზოგს პაპუაშვილი ჰყავს პარლამენტის სპიკერად, ზოგს კიდევ სტეფანჩუკი. არ ეპასუხა ბატონ შალვას – არ გამოდიოდა, თუმცა პაპუაშვილის პასუხში იმის შეგრძნება, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია მეგობარი ქვეყანა და მას ეს ძალიან კარგად ესმის – სავსებით იკითხება.

გულდაწყვეტილები ვართო – იმ გამოხმაურების გამო, რაც ჩვენი ერის, ბერის და ხელისუფლების სულისკვეთებას ერგო თქვენი მხრიდანო. კიევის მაცხოვრებელთა ოდენობის მოსახლეობის მქონე სახელმწიფოებს შორის – საქართველოზე დიდი მხარდაჭერა და დახმარება, პოლიტიკურ თუ ჰუმანიტარულ დონეზე, ვინმეს აქვს გაწეული უკრაინისთვის? მე ვერსად ვპოულობ ვერც 2008 წლის რადას მხარდამჭერ რეზოლუციებს, არც ასობით ტონის მოცულობის უკრაინულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე ინფორმაციას, არც რაიმე ტიპის ანტირუსული სანქციების გაზიარებას – თუნდაც იმ ტიპის, საქართველო რომ შეუერთდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო…

ჩვენ კი გვესმის თქვენი ომისა და ეს იკითხება პაპუაშვილის წერილის მაქსიმალურად დიპლომატიურ ტონში, მაგრამ თქვენ რაც არ გესმით – ამაშია თქვენი უბედურება. შალვა პაპუაშვილმა – გულდაწყვეტილობას გაუსვა ხაზი, მე უმადურობასაც დავამატებდი. და ერთ რჩევასაც მოგცემდით – განთავისუფლდით ქართული მეხუთე კოლონის მძევლობიდან! თანაც სასწრაფოდ – გვიანი თუ არ არის უკვე!“ – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved