• რეკლამა
  • კონტაქტი
08:23, პარასკევი, 27 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ის მოყევი, რატომ, როგორ, რის ფასად გაგაპრემიერა ბიძინამ, ერთი რევოლუცია და ერთი ბომბი მარტო ეგ ამბავი იქნება, ხომ იცი?!” – მუხიგულაშვილი გახარიას

ალია ავტორი - ალია
00:02 01-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41,222

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი:

გიორგი ბაჩიაშვილმა, ვიცი, რომ მოსამართლეებს და პროკურორებს, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილი აძლევდა დავალებებს, ჩემი თვალით მაქვს ნანახიო. ერთი ამბავია, ეს მაშინ როცა არ თქვა, როცა ნახა, რადგან მაშინ, როგორც ჩანს, არ იყო მისთვის ეს პრობლემა, მაგრამ, კარგი, როცა მის კეთილდღეობას მიადგა, მაშინ ამოიღო ხმა, ეგ გავიგე. მეორეა – ახლაც რომ არ ამბობს იმ პროკურორების და მოსამართლეების გვარებს, ან რა საქმეებზე იყო გარიგება, კონკრეტულ ქეისებს ახლაც რომ არ ასახელებს.

არადა, ზღვარიაო, ბოლო ბრძოლააო, ქვეყანა იღუპებაო და კი, ეგრეცაა და ამაზე უკეთესი შანსი, დაეხმარო ქვეყანას და კონკრეტულ დანაშაულზე ისაუბრო, კიდევ როდის იქნება?

და გახარია?

წამოვიდა და მერე გახდა „იმედი“ ცუდი, ოცნება – ცუდი, ოცნების ლიდერები – მიუღებლები. ახლა მეტყვიან, ვიცი, იმიტომ წამოვიდა, ცუდი რომ დაინახაო. როგორ, შს მინისტრობიდან პრემიერობამდე რომ დააწინაურეს, მაშინ ვერაფერი დაინახა ცუდი? აბა, რატომღაა პოლიტიკაში? ქვეყანაში ამდენი უსამართლობა ბუდობდა, სამართალი ურმითაც არ დადიოდა და შს მინიტრი ჭურში თუ იჯდა და არაფერი იცოდა, რაღა უნდა პოლიტიკაში?

მერე პრემიერი იყო და სულაც პირველი პირი და თუ არაფერი იცოდა, ესე იგი, სუსტი, ფორმალური პრემიერი ყოფილა და პატიოსანი ადამიანი, რა წამსაც მიხვდებოდა, რომ სახელად დასვეს სკამზე, იმწამსვე გამოეცლებოდა. ვერც მაგას თუ ვერ მიხვდა, ოპოზიცია რა, სკოლაა? საბავშვო ბაღია და გასაზრდელად მიებარა? „იმედი“ ასე ექცეოდა სხვა ოპო პოლიტიკოსებს მისი პრემიერობის დროსაც, თუმცა, რეაქცია არ ჰქონია.

კარგი, დავუშვათ, აქაც, მას, გახარიას რომ შეეხნენ, მერე გადაწყვიტა განუდგეს და დღეს განაცხადა, მე წინა ხაზებში დავდგები და ბიძინას ფულს და ძალაუფლებას დავაკარგვინებო. აშშ–ის და ევრკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს თუ „ახევს“ ქუჩაში მდგომ ხალხს და იბრალებს, ეგ არ ვიცი და უჩქმიტოს მაინც ზოგჯერ ყოფილ უფროსს, პწკენა, პწკენაშიო, ხომ იცით ეგ გამოთქმა და უჩქმიტოს მაინც ზოგჯერ… ზღვა კოვზით დაილიაო და კოვზ–კოვზ მაინც გამოიტანოს თითო დანაშაულზე ინფო.

ადრე იძახდა სახელმწიფო ჩამოიშლება და ვერ ვიტყვიო – ახლა ამბობს, სახელმწიფო ჩამოშლილია, მთავრობა არალეგიტიმურიაო და მაშ, როდის ილაპარაკებს? მეო, ვერ ვიჭორავებო, ჭორაობაა დანაშაულზე რომ გაქვს ინფორმაცია და არ ამბობ? აბა, არ გაქვს? აბა, გემუქრებიან? აბა, კომპრომატი აქვთ შენზე? გცემეს, ბიჭო, გაგიფინეს და მეტად როგორ უნდა შეგეხონ? უბინძურესად მოგექცნენ, როგორც კი წამოხვედი და უბინძურესი ამბები გაგივრცელეს ქოცი ჟურნალისტების ხელით და მეტად როგორ უნდა შეგეხონ? ოჯახზე გადაგიარეს და მეტად რაღა უნდა გაგიკეთონ?

რას ელოდები? რომ წავა, მერე მიადევნებ უკან? რომ წავა, მერე ისედაც გამოჩნდება, ახლა უნდა ამოიღო ხმა, თუ რამე იცი, ახლა, როცა ახალგაზრდებს დასდევენ ქუჩებში და სასტიკად ცემენ, შენი ცემა რომ მონაგონია, ისე, ახლა, როცა ამდენი ადამიანია დაკავებული, ახლა, როცა ამდენი წერს, რომ აქციების დარბევის მოწამვლამ კიდევ არ გაუარა. კი უშენოდაც გაიმარჯვებს ეს ხალხი, მაგრამ გაუადვილდება ერთი ნაბიჯით, მიუახლოვდება ერთი ნაბიჯით, რამდენიმე ათეული ადამიანით ნაკლები დაზარალდება…

და ვიმეორებ, თუ არ იცოდი არაფერი და არაფერი გაქვს სათქმელი, ან იმ სკამზე რა გაჩერებდა ასე უფუნქციოს და ან პოლიტიკაში რაღა გინდა?

მე დავაკარგვინებ ბიძინას ფულს და ძალაუფლებასო რომ ამბობ, ეგ მაინც თქვი, რით და როგორ აპირებ მაგის გაკეთებას, თუ ცარიელი მუქარა არაა. და ბოლოს, კლუბებზე, 20 ივნისზე, ლაფანყურზე, პანკისზე, გარეჯზე რომ უნდა გქონდეს, წესით, მოსაყოლი, ეგ ვიცით, ბონუსად ვიტყვი, მიდი, ის ამბავი მოყევი, რატომ, როგორ, რის ფასად გაგაპრემიერა ბიძინამ, ერთი რევოლუცია და ერთი ბომბი მარტო ეგ ამბავი იქნება, ხომ იცი?!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved