• რეკლამა
  • კონტაქტი
17:54, სამშაბათი, 3 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ის აქ არის”- “ჭრელი თუთიყუშები, მფრინავი ბადრიჯნები – აი, რას ეფუძნება ახალი კონსტიტუცია” – გუჯა ბიძია

ალია ავტორი - ალია
14:31 01-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

რეჟისორი, გაზეთ “საადგილმამულოს” დამფუძნებელი, გუჯა ბიძია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ჭიჭიკიას რო სუფრასთან აუხირდება ვიღაც, შარზეა და გამოდი გარეთ, რაღაც უნდა გითხრაო. არ აქცევს ჭიჭიკია ყურადღებას, არ ეშვება ისიც, გამოდი და გამოდი გარეთ, გინდა თუ არაო.. მოხედავს ბოლოს ჭიჭიკია და ეტყვის :

– წაი , ბიძია, მეტი არ მაქვს საქმე, ეს პურმარილი მივატოვო და შენ გიბრაგუნო გვერდებშიო.

ა, ასე ვიყავი ზუსტად, ნუ, სუფრასთან არა, მაგრამ საადგილმამულო გაზეთის მომავალი ნომრის სტატიებში თავჩარგული ხო,

და ეს ჰამბავი არ გავიგე? “ის, წასულა”.. არც მივაქცევდი ყურადღებას, რომ არა ამ ფაქტის განხილვები სოცქსელში.

არა, კი ვიცოდი, რომ საზოგადოებას თევზის მახსოვრობა აქვს, სულ სამწამიანი, მაგრამ ააამხელა კაცის ერთხელ უკვე მიდიმოდი ასე დაივიწყო, უპატივცემულობაა ჩემმან მზემან.

ჭიჭიკიას ანეგდოტმა ისიც გამახსენა, 2019 წელს ტერენტი გრანელის გამო რო შეიბნენ ვეფხი და მოყმე ბათუმის საკრებულოში. ხო, ასე იყო და ზოგს კიდევ უკვირს, რა სარგებლობა მოაქვსო ნაცს და ქოცს.

რამდენმა გაიგო ამ ამბის შემდეგ, თუ ვინ იყო ტერენტი, იმდენი ტკიცინა ასდოლარიანი თქვენ და მე თქვენი გახარება მეყოფა.

დარწმუნებული ვარ, არც ასეთი პოეტი, აჩიკო თალაკვაძე, ეცოდინებოდა ვინმეს, სანამ არ გაალუჩდებოდა.

და კობახიძე? ასეთი პროზაიკოსი გაგიგიათ?

სირცხვილი თქვენი და ჩემიც..

” ნაწარმოები “დაბრუნება ტერანუოვაში” მაშინ დავწერე, როცა გერმანიაში სტუდენტი ვიყავი, დღეს კი სამწუხაროდ, ლიტერატურული მისწრაფებებისთვის დრო არ მრჩება” – ავტორის სიტყვებია, ხო..

აბა? არა აქვს კლასიკოსობის დრო და რა ქნას.? ვის და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და დღეს უკვე მთელი ფილარმონია პარტიის ბეზ პიწი მინუტ თავმჯდომარეს.

დიახ, მის კალამს ეკუთვნის, როგორც თვით პატივსაცემი ავტორი აღნიშნავს, ეს ზღაპარი დიდებისათვის “დაბრუნება ტერანუოვაში”.

და აი, ახლა ყურადღება – ციტატა ამ მეზღაპრის ნაწარმოებიდან.

“ყოველთვის მოიძებნება მფრინავი ბუშტი, რომელიც აგაფრენს ისეთ სიმაღლეზე, სადაც ქვემოდან ერთ პატარა ჭრელ თუთიყუშად, ან, იქნებ, პატარა მფრინავ ბადრიჯნად, ან რაღაც მსგავს სისულელედ გამოჩნდები და საიდანაც უკვე ცხადად დაინახავ ჯადოსნურ ედელვაისს – ბრწყინვალე ყვავილს, რომელიც თითოეული ჩვენგანის სულშია”

ხომ ყურადღებით წაიკითხეთ?

ეს მართლა ბუშტი, ეს.. ეს მართლა ბადრიჯანი ეს, ეს მართლა თუთიყუში ეს..

აი, თურმე რა ნაწარმოებს ეფუძნება ახალი კონსტიტუცია.

სწორედ ის კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც მათ ყველაფრის უფლება აქვთ, და თქვენ არაფრის.

თქვენა ხმის ამოღების უფლებაც არა გაქვთ.

რეფერენდუმის უფლება არა გაქვთ, ხო..

როგორ თქვა მაშინ, გახსოვთ?

ხალხი მომწიფებული არ არის რეფერენდუმის მეშვეობით გადაწყვეტილება მიიღოსო.

არჩევნების დროს ხართ მომწიფებულიც და გადამწიფებულიც თურმე, და რეფერენდუმის დროს- არა.

ხო, არ ხართო ღირსიო, თქვა და შეასრულა.

საზოგადოებაც გაუჩუმდა.

და ვინ გამოდის ბადრიჯანი?

სწორედ ამ კონსტიტუტუციური დამსახურებისთვის და კიდევ სხვა ბევრი ასეთი დამსახურებისთვის ინახავდნენ და აჰა, დააბრუნეს ბიჭი ტერანუოვაში.

დიდ ავიაციაში, ხო..

და ასეთი თუთიყუში კიდევ რამდენი ყავს ტერანუოვის მეპატრონეს იცით?

და თქვენა კიდევ გგონიათ, რომ ვინმე სადმე წავიდა?

არც დაიჯეროთ..

“მღერის ქარი, ყვირის ქნარი,

და სიჩუმეც ჩამჩურჩულებს – ის აქ არის!

ის აქ არის! – ამბობს მტკვარი

გული ყვირის საგულედან – ის აქ არის”.

https://youtu.be/rJ7-pP9DDpU?t=19
თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

14:37 02-03-2026
თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

11:23 02-03-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved