• რეკლამა
  • კონტაქტი
05:05, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ის ადამიანები, რომლებიც ერთ დაძახებაზე გროვდებოდნენ, უბრალოდ, გაქრნენ“

ალია ავტორი - ალია
17:52 11-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
172

ანი დვალიშვილი

ქართული პოლიტიკის შიდა სამზარეულოში სიტუაცია ცოტა არ იყოს, სასაცილოა, რადგან ოპოზიციური პარტიები ერთიანდებიან, პარლამენტში ოპოზიციის წევრები პარტიიდან გადიან, დამოუკიდებლად მოქმედებენ, სხვებს უერთდებიან. ვერ გაიგებ, ვისი ფრაქცია ვის პარტიაშია და ყველაფერი ძალიან, ძალიან დაემსგავსა აბსურდის თეატრს. „ქართული ოცნება“ აკეთებს და ასრულებს ყველაფერს, რაც უნდა და როგორც უნდა, არ აინტერესებს ევროპელებისა და ამერიკის შენიშვნები და მეტიც, რეკომენდაციებზე საუბარი კი მიდის, მაგრამ პირდაპირ მინიშნებასაც ვხედავთ, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღება მმართველ გუნდს დიდად არ დაამწუხრებს.

„როგორც ადრე აღვნიშნე, „ოცნება“ უკვე ემზადება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. სწორედ ამის მანიშნებელი იყო ის, რომ პარტიის ლიდერებმა ოფიციალურად გამოაცხადეს შეხვედრების დაწყების შესახებ და გუნდი ყველა რეგიონს მოივლის, ზაფხულიდან კი, ოფისები გაიხსნება ყველგან და ეს არ იქნება მხოლოდ ოფისების რიგითი გახსნა – იქ იმუშავებენ ადამიანები, ამაში აიღებენ ხელფასს და ერთი წლით ადრე, გუნდი სრული სვლით მზად იქნება არჩევნების მოსაგებად. და რას შვრება ამ დროს ოპოზიცია? არაფერს და ვერაფერს, რადგან ოპოზიციას არ აქვს არც ფინანსური რესურსი და რეალურად, აღარ ჰყავს მუდმივმოქმედი ელექტორატი. ანუ, ის ადამიანები, რომლებიც ერთ დაძახებაზე გროვდებოდნენ, უბრალოდ, გაქრნენ – ნაწილი ემიგრაციაში წავიდა, ნაწილი კი „ოცნებამ“ გადაიბირა და დაასაქმა“, – გვეუბნება მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი.

და ერთი, არც თუ უინტერესო დეტალი – თუ ატყობთ, რომ ქართული პოლიტიკა იმდენად არაფრისმომცემი და უინტერესო გახდა, რომ ტელევიზიები ყველაფერს აკეთებენ, მეორე ხარისხის რანგის პოლიტიკოსებს მაინც, მუშტი-კრივი გაამართინოს და მაყურებელი ასე მაინც მიიზიდოს. პოლიტიკოსები საინტერესოს უბრალოდ ვეღარაფერს ამბობენ და აკეთებენ და იმით იწონებენ თავს, ვინ რამდენი სურათი გადაიღო ბრიუსელში პრემიერების თუ ევროპარლამენტარების გვერდით. სასაცილოც აღარ არის ეს – პაოლო მალდინის გვერდით მაქვს სურათი გადაღებული და ეს არ ნიშნავს, რომ ფეხბურთში იმის მეასედი მაინც ვიცი, ვიდრე ლეგენდარულმა იტალიელმა. ჰოდა, პოლიტიკაშიც ასეა რა…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved