• რეკლამა
  • კონტაქტი
02:16, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირანში მომუშავე ექიმის თქმით, საავადმყოფოებში დემონსტრანტები დახოცეს – რადიო თავისუფლება

ალია ავტორი - ალია
00:18 01-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
158

ირანში მომუშავე ერთ-ერთმა ექიმმა რადიო თავისუფლების სპარსულ სამსახურს, რადიო ფარდას, განუცხადა, რომ უსაფრთხოების ძალები შტურმით შეიჭრნენ საავადმყოფოებში და იქ მოთავსებული დაჭრილი პროტესტანტები მოკლეს.

ექიმის თქმით, რომელიც სამხრეთ ირანში მდებარე საავადმყოფოში მუშაობს და ანონიმურად საუბრობდა შესაძლო რეპრესიების შიშით, უსაფრთხოების ძალებმა „ბოლო მოუღეს“ იმ დემონსტრანტებს, რომლებიც სამედიცინო დახმარების მისაღებად იყვნენ შეყვანილნი.

„ბევრი მოკლეს, ბევრი დააკავეს, ბევრი კი გაქცეულია. მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, – უთხრა ექიმმა მედიას.

უკვე მე-17 დღეა ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს.  დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით 585 ადგილას – 186 ქალაქსა და 31-ვე პროვინციაში იმართება.

საპროტესტო მოძრაობის დაწყება მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა.

ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი – გავრცელებული ცნობებით, მიმდინარეობს სტარლინკის სატელიტური ინტერნეტის ჩახშობაც.

რადიო თავისუფლება აღნიშნავს, რომ ექიმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved