ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 2 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 151 466-მდე გაიზარდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 63 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 7 797-მდე გაიზარდა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში რელიგიური და კულტურული დაწესებულებები 24 მაისიდან გაიხსნება.
კომენტარები