ილონ მასკის SpaceX-ი ირანში მომხმარებლებს Starlink-ის თანამგზავრული სერვისის საშუალებით უფასო ინტერნეტს სთავაზობს, – ინფორმაციას CNN-ი ტექნოლოგიურ ექსპერტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც Starlink-ის ირანელ მომხმარებლებთან კონტაქტში იმყოფება.
ტექნოლოგიური არაკომერციული ორგანიზაცია Holistic Resilience-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, აჰმად აჰმადიანმა განაცხადა, რომ ირანში Starlink-ის ანგარიშებს, რომლებიც ადრე არააქტიური იყო, ახლა კავშირი აქვთ და მათი სააბონენტო გადასახადი სამშაბათიდან გაუქმებულია.
„ეს არის შეაერთე და დააკავშირე. უბრალოდ მოათავსეთ [სატელიტური ტერმინალი] ისეთ ადგილას, საიდანაც ცის მკაფიო ხედი იშლება და მზად ხართ“, – განუცხადა მან CNN-ს.
ცნობისთვის, კვირის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ილონ მასკმა სატელეფონო საუბრის დროს ირანში Starlink-ზე წვდომის საკითხი განიხილეს.
ირანის მთავრობამ მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა ექვსი დღის წინ შეუზღუდა.














კომენტარები