ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციისას 5 დამიანი დაიღუპა. ირანის უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მცხოვრებ ქურთებს გაუხსნა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ აფარებენ თავს შენობებს მომიტინგეები.
აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის მასჰა ამინი, მორალური პოლიციის პატიმრობაში დაიღუპა. დემონსტრაციები, თავდაპირველად, კონცენტრირებული იყო ირანის დასავლეთ რეგიონში, მოგვიანებით კი მთელ ქვეყანაში გავრცელდა და გადაიზარდა ირანის მმართველი სასულიერო პირების დამხობისკენ მოწოდებებში.
საერთაშორიოს მედიის ინფორმაციით, აქციების დაწყებიდან დღემდე 426 ადამიანი დაიღუპა, დააკავეს 17 ათასზე მეტი.
კომენტარები